Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

ჩვენი საოჯახო აფთიაქი



ცხოვრება გვიჩვენებს, რომ ხშირად ადამიანის ყოფნა-არყოფნა დაუყოვნებელ სამედიცინო დახმარებაზეა დამოკიდებული, რომლის გაწევაც სასწრაფო დახმარების ბრიგადის მოსვლამდე ან პაციენტის კლინიკაში მიყვანამდე მის ირგვლივ მყოფებსაც შეუძლიათ, მაგრამ საამისოდ აუცილებელია პირველადი დახმარებისთვის საჭირო მედიკამენტები და სამედიცინო საშუალებები. ამიტომ თითოეულ ოჯახში, ოფისსა თუ ავტომობილში უნდა ინახებოდეს სათანადოდ დაკომპლექტებული მინიაფთიაქი, რათა საჭიროებისას ადამიანის სიცოცხლისთვის ესოდენ ძვირფასი წუთები წამლისა და სახვევი მასალის ძებნაში არ დაიკარგოს. სამკურნალო საშუალებანივალიდოლი (აბები) - გამოიყენება გულის შეტევის (სტენოკარდიის), ნევროზის, ისტერიის დროს. თავსდება ენის ქვეშ.ვალოკორდინი ან კორვალოლი - გამოიყენება გულის მიდამოში ყრუ ტკივილის, გახშირებული და გაძლიერებული გულისცემის, უძილობის, ნევროზის, ნაწლავთა სპაზმის დროს. მიიღება 15-30 წვეთი დღეში 2-3-ჯერ.პარაცეტამოლი (აბები 0,2 გ ან 0,5 გ) - ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი და მსუბუქი ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა თავის ტკივილის, კბილის ტკივილის, რადიკულიტის, რევმატიზმის დროს.ასპირინი (აბები 0,5 გ) - ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი საშუალებაა. მიიღება ჭამიდან ნახევარი საათის შემდეგ.ანალგინი ან ბარალგინი (აბები 0,05 გ და ამპულები) - გამოიყენება კბილის, თავის ტკივილის, ნევრალგიისა და რევმატიზმის დროს. ძლიერი ტკივილის შემთხვევაში შესაძლებელია ასპირინთან ერთად მიღებაც.ალბუციდი (სულფაცილ-ნატრიუმი) - თვალის წვეთებია, გამოიყენება თვალის ანთებითი დაავადებების (კონიუნქტივიტების, რქოვანა გარსის ჩირქოვანი წყლულების), თვალის უცხო სხეულით გაღიზიანების დროს. ლევოვინიზოლი (კომბინირებული აეროზოლური პრეპარატი) ან სხვა ანალოგიური დანიშნულების ხსნარი - ანტიმიკრობული და ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა დამწვრობის პირველადი მკურნალობისას.ნიშადურის სპირტი (ამიაკის 10%-იანი ხსნარი) - გამოიყენება გულის წასვლის შემთხვევაში სუნთქვის აღსადგენად, მწერის ნაკბენზე საფენის დასადებად.ნო-შპა - გამოიყენება კუჭ-ნაწლავის სპაზმის, ნაღველკენჭოვანი და შარდკენჭოვანი დაავადებების შეტევის დროს.სუპრასტინი, ტავეგილი, კლარიტინი - ანტიალერგიული პრეპარატებია, რომელთა ხანგრძლივი მიღება შეიძლება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.რეჰიდრონი - გამოიყენება წყლისა და ელექტროლიტების შესავსებად ღებინებისა და ფაღარათის შემთხვევაში. ერთი პაკეტი იხსნება 1 ლიტრ ანადუღარ გაგრილებულ წყალში. მიიღება მთელი დღის განმავლობაში და ვარგისია 24 საათის მანძილზე. ანტისეპტიკური საშუალებანისამედიცინო (96%-იანი) სპირტი - გარეგანი სადეზინფექციო საშუალებაა.წყალბადის ზეჟანგი (3%-იანი ხსნარი) - სადეზინფექციო საშუალებაა. გამოიყენება ჭრილობის დროს კანისა და ლორწოვანი გარსების დასამუშავებლად, ცხვირიდან სისხლდენის შემთხვევაში ტამპონის დასასველებლად და სხვა.ბრილიანტის მწვანე (1%-იანი ან 2%-იანი სპირტხსნარი) - განკუთვნილია კანისა და ლორწოვანი გარსების ჭრილობების, ჩირქგროვების, გამონაყარის დასამუშავებლად.იოდი (5%-იანი სპირტხსნარი) - გამოიყენება ჭრილობის დასამუშავებლად, ასევე - მიოზიტებისა და ნევრალგიების დროსაც (იოდის ბადე).კალიუმის პერმანგანატი - გამოიყენება ჭრილობისა და დამწვარი კანის დასამუშავებლად, ყელში გამოსავლებად ბაცი ვარდისფერი წყალხსნარის სახით.შესახვევი და დასამუშავებელი საშუალებანი:სტერილური საფენები და ბაქტერიოციდული პლასტირები ჭრილობებისთვისჰიგროსკოპული ბამბა და ბინტიერთჯერადი ხელთათმანი, რომლის გამოყენებაც აუცილებელია ჭრილობის დამუშავებისა და სისხლდენის შეჩერების დროსთერმომეტრი, ერთჯერადი შპრიცები, პიპეტები თვალის, ცხვირისა და ყურის წვეთებისთვის, სათბურა, ბავშვისა და მოზრდილის ოყნები, ლახტი გახსოვდეთ:აფთიაქი უნდა ინახებოდეს ბავშვებისთვის მოუწვდომელ ადგილზე.თითოეული პრეპარატი მოათავსეთ ინსტრუქციაში მითითებულ პირობებში. დრაჟეებსა და აბებს არ უნდა ჰქონდეთ ბზარები, ნაკაწრები, ლაქები და თავისთავად არ უნდა იმსხვრეოდნენ.მალამო ტუბიდან ერთიანი კონსისტენციისა უნდა გამოდიოდეს, არ უნდა ჰქონდეს ზოლები.დაუშვებელია ისეთი თხევადი წამლების მიღება, რომლებიც ნაწილობრივ აორთქლებულია ან ნალექი აქვს.პერიოდულად შეამოწმეთ წამლების გამოყენების ვადა. საეჭვო შესახედაობის მედიკამენტი, რომლის ვადის დადგენაც შეუძლებელია, გადააგდეთ.  
იხილეთ მსგავსი სიახლეები :