Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

CNG ტექნოლოგიაზე მომუშავე ავტობუსების შემოყვანასთან დაკავშირებული ტენდერი დასრულდა

2016-03-21 17:37:00

თბილისში შეკუმშულ ბუნებრივ გაზზე  (CNG) მომუშავე ავტობუსების შემოყვანასთან დაკავშირებული ტენდერი დასრულდა. ამის შესახებ ”ბიზნესპრესნიუსს” თბილისის მერიიდან აცნობეს. მერიის ინფორმაციით, გამარჯვებული უახლოეს დღეებში გამოვლინდება. ახალი ავტობუსები დედაქალაქში აგვისტოში შემოვა. 175 ახალ ავტობუსზე ტენდერი EBRD-ის საიტზე იყო გამოცხადებული. პროექტი EBRD-ის თანადაფინანსებით ხორციელდება. მერიის ცნობით, ავტობუსები სრულიად ახალი, თანამედროვე და უსაფრთხო იქნება. "აგვისტოში უკვე შემოვა სრულიად ახალი, თანამედროვე უსაფრთხო ახალი ტექნოლოგიებით დამზადებული ავტობუსები, ეს არის ძალიან სასიხარულო ინფორმაცია თბილისისთვის, რადგან ქალაქს ასეთი ავტობუსები ჯერ არ ჰქონია", - აღნიშნავენ მერიაში. მასალის გამოყენების პირობები
იხილეთ მსგავსი სიახლეები :