Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

ჩეხეთის საპარლამენტო დელეგაცია ხურვალეთში იმყოფებოდა

ჩეხეთის საპარლამენტო დელეგაცია ხურვალეთში იმყოფებოდა

2015-09-09 00:00:00

ჩეხეთის საპარლამენტო დელეგაცია დღეს გორის რაიონის სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდა. დელეგაციის წევრები საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას გაეცნენ.  მათ  მავთულხლართები, ეგრეთ წოდებული საზღვრისაღმნიშვნელი ბანერები მოინახულეს და მოსახლეობის პრობლემები მოისმინეს. დიპლომატებმა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას კიდევ ერთხელ გამოუცხადეს მხარდაჭერა და რუსეთის ქმედებები გააპროტესტეს. მათივე განცხადებით, რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აგრესიულ ქმედებებს ახორციელებს, რაც დაუშვებელია. 
იხილეთ მსგავსი სიახლეები :