Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

"ბორჯღალოსნების" მეტოქე: ზიმბაბვე და კენია წინ გაიჭრნენ - sportsmen.ge

"ბორჯღალოსნების" მეტოქე: ზიმბაბვე და კენია წინ გაიჭრნენ - sportsmen.ge

2014-06-30 18:26:00

საქართველოს ნაკრები 2015 წლის მსოფლიოს თასზე რაგბში, ინგლისში C ჯგუფში იასპარეზებს. ჩვენი გუნდის ოთხი მეტოქიდან ცნობილი მხოლოდ სამია - ახალი ზელანდია, არგენტინა და ტონგა. მეოთხეს ვინაობა კი ამ კვირის ბოლოს მადაგასკარში მიმდინარე აფრიკის კონტინენტის შესარჩევ ტურნირში გაირკვევა.  აქ მსოფლიოს თასის ერთი საგზურისთვის ოთხი გუნდი იბრძვის: ზიმბაბვე, ნამიბია, მადაგასკარი და კენია.  შეჯიბრება სამ ტურად გაიმართება. პირველმა ტურმა უკვე დააფიქსირა მოულოდნელი შედეგები. ნამიბიის ნაკრებმა, რომელიც რეიტინგში დანარჩენებზე მაღლა დგას და ამ ტურნირის ფავორიტად მიიჩნევა, კენიის ნაკრებთან წააგო 22:29. აღსანიშნავია, რომ ნამიბიელები ბოლო ორი მსოფლიოს თასის მონაწილეები არიან და დიდი შანსია, ამჯერად, ოვალური ბურთით თამაშის უდიდესი ფორუმის მიღმა დარჩნენ.  არადა, დასაწყისში ნამიბიელები 12:0-ს იგებდნენ. თუმცა კენიელებმა, რომლებიც ბოლო წლებში, განსაკუთრებით კი შვიდკაცა რაგბიში, პროგრესს განიცდიან, უპირატესობის მოპოვება და მატჩის სათავისოდ დასრულება შეძლეს.  მეორე შეხვედრაში კი ზიმბაბვეს ნაკრებმა, რომელმაც მსოფლიოს თასზე ბოლოს 1991 წელს ითამაშა,  მასპინძელთა გუნდს მოუგო დიდი ანგარიშით - 57:22. ცხადია, ეს საკმაოდ სერიოზული განაცხადია ინგლისის საგზურის მოსაპოვებლად. თუმცა ჯერ გადაწყვეტილი არაფერია და ზიმბაბველებს მთავარი ბრძოლები ჯერ წინ აქვთ.  მეორე ტურში ზიმბაბვეს ნაკრები ბოლო წლების უმთავრეს კონკურენტს, ნამიბიის ეროვნულ გუნდს ეთამაშება, კენია კი მადაგასკარელებთან გაარკვევს ურთიერთობას.  შეგახსენებთ, რომ ამ ტურნირის გამარჯვებული მსოფლიოს თასის საგზურს მიიღებს, მეორე ადგილზე გასული გუნდი კი რეპეშაჟში ჩაებმება და რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. 
იხილეთ მსგავსი სიახლეები :