Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

"ბორჯღალოსნების" მეტოქე: კენია აფრიკის კონტინენტის შესარჩევ ტურნირში დაწინაურდა

"ბორჯღალოსნების" მეტოქე: კენია აფრიკის კონტინენტის შესარჩევ ტურნირში დაწინაურდა

2014-07-03 12:45:00

კუნძულ მადაგასკარზე მსოფლიოს თასის გათამაშების აფრიკის კონტინენტის შესარჩევი ტურნირის მეორე ტურის მატჩები გაიმართა. შედეგად, სატურნირო ცხრილში ისეთი ვითარება შეიქმნა, რომ პირველ ადგილზე გასვლის და მსოფლიოს თასზე მოხვედრის თეორიული შანსი ერთბაშად სამ გუნდს აქვს.მეორე ტურში მასპინძლები, რომლებმაც ოთხი დღის წინათ დიდი ანგარიშით წააგეს, ბოლოხანს მოღონიერებულ კენიას დაუპირისპირდნენ და მშრალი ანგარიშით - 0:34 დამარცხდნენ. კენიელები ამ გამარჯვების შემდეგ 9 ქულით პირველ ადგილზე მყარად დამკვიდრდნენ, რადგან პირველ ტურში გამარჯვებული ზიმბაბვეს ნაკრები ნამიბიამ დაამარცხა - 24:20. აღსანიშნავია, რომ ზიმბაბველები პირველი ტაიმის შემდეგ 17:10-ს იგებდნენ.ბოლო ტურში კენიის ნაკრები ზიმბაბვეს დაუპირისპირდება. კენიელებს ყველაზე კარგი შანსი აქვთ, ინგლისის საგზური მოიპოვონ. საამისოდ მათ ფრეც ხელს აძლევთ. შეგახსენებთ, რომ ამ ტურნირზე მეორე ადგილზე გასული რეპეშაჟში ჩაებმება, სადაც რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.შესარჩევი ტურნირიII ტურიზიმბაბვე-ნამიბია 20:24კენია-მადაგასკარი 0:34სატურნირო მდგომარეობა1. კენია - 10 ქულა, 2. ზიმბაბვე - 6, 3. ნამიბია - 5, 4. მადაგასკარი - 0.III ტური6 ივლისინამიბია-მადაგასკარი, ზიმბაბვე-კენია.ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
იხილეთ მსგავსი სიახლეები :