Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

"ბორჯღალოსნების" მეოთხე მეტოქე მსოფლიოს თასზე ცნობილია

"ბორჯღალოსნების" მეოთხე მეტოქე მსოფლიოს თასზე ცნობილია

2014-07-07 09:56:00

მადაგასკარზე მსოფლიოს თასის გათამაშების აფრიკის კონტინენტის შესარჩევი ტურნირი დასრულდა. ბოლო, მესამე ტურის წინ სატურნირო ცხრილს სათავეში კენიის ნაკრები უდგა, რომელმაც ორი შეხვედრა მოიგო და მსოფლიოს რაგბის უდიდეს ფორუმზე მოხვედრის შესანიშნავი შანსი ჰქონდა.კენიამ ბოლო მატჩში ზიმბაბვესთან 10:28 წააგო და მსოფლიოს თასს მიღმა დარჩა, რადგან ნამიბიის ნაკრებმა მადაგასკარის ეროვნულ გუნდს 89:10 სძლია და პირველ ადგილზე გავიდა.ამრიგად, საქართველოს ნაკრების მეოთხე მეტოქე ახალი ზელანდიის, არგენტინისა და ტონგას ნაკრებებთან ერთად ნამიბიის ეროვნული გუნდი იქნება.ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
იხილეთ მსგავსი სიახლეები :