Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

ბათუმში საქართველოში ყველაზე დიდი საკონფერენციო დარბაზი აშენდება

2016-01-22 13:26:00

დარბაზი 1 500 ადამიანს დაიტევს კომპანია Metro Avrasya Georgia-ს 13 შვილობილი კომპანია საქართველოში თურქი და ქართველი ბიზნესმენების პარტნიორობით სამშენებლო, ტურიზმის, სატრანსპორტო, საავტომობილო და წარმოების სექტორში 150 მილიონ დოლარზე მეტი მოცულობის ინვესტიციას ახორციელებს. როგორც კომპანიის მარკეტინგის მენეჯერმა ირმა ქამადაძემ "ბიზნესპრესსნიუსთან" საუბრისას განაცხადა, "მეტრო ავრასია ჯორჯიას" შვილობილი კომპანიები ბათუმში 4000 კვადრატულ მეტრზე განთავსებულ საცხოვრებელ აპარტამენტებს, ორ სასტუმროს, 1500 პერსონაზე გათვლილ საკონფერენციო დარბაზსა და კაზინოს ააშენებენ, რისთვისაც კომპანია 125 მილიონ დოლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს. "ჩვენმა შვილობილმა კომპანია "მეტრო You must have Flash Player installed in order to see this player. ატლას ჯორჯიამ" 2015 წლის თებერვალში დაიწყო პროექტი Metrocity Batumi-ს განხორციელება. პროექტი მიმდინარე წლის 1 ივლისს დასრულდება. პროექტი შედგება 2 კორპუსისგან, სადაც განთავსებული იქნება 464 ბინა, რომლის 65% უკვე გაყიდულია. შენდება ასევე სასტუმრო EUPHORIA, სადაც 415 სასტუმრო აპარტმენტი იქნება. EUPHORIA-ში ასევე მოეწყობა საქართველოში ყველაზე დიდი საკონფერენციო დარბაზი, რომელიც 1500 ადამიანზე იქნება გათვლილი. Metrocity Batumi-ს პროექტი ითვალისწინებს ყველაზე დიდი კაზინო XO CLUB-ის გახსნასაც. ზაფხულში 101-ნომრიანი სასტუმრო Metro Pita-ს გახსნას ვგეგმავთ, სადაც კაზინოც განთავსდება", - განაცხადა ირმა ქამადაძემ.მისივე ინფორმაციით, კომპანია "მეტრო ავრასია ჯორჯია" "ინტურისტ ბათუმი"-ს 50%-იან წილს ფლობს და აპირებს განახორციელოს "ინტურისტ ბათუმის" რეკონსტრუქცია, რის შედეგადაც ის გახდება მაღალი კლასის ბუტიკი-სასტუმრო - Metro Intourist Batumi. "მეტრო ავრასია ჯორჯიას" შვილობილმა კომპანიამ ბათუმის საერთაშორისო ავტოსადგურის მშენებლობისთვის 14 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა, სადაც კომპანიის ინფორმაციით, 250 ადგილობრივია დასაქმებული. ავტოსადგომი ემსახურება, ადგილობრივ და საერთაშორისო მარშუტებს. გოგა თირქია მასალის გამოყენების პირობები
იხილეთ მსგავსი სიახლეები :