Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

ბათუმი: ფრე პრემიერლიგელთან - sportsmen.ge

ბათუმი: ფრე პრემიერლიგელთან - sportsmen.ge

2015-02-03 15:50:00

თურქულ შეკრებაზე მყოფმა ბათუმმა ბელექში პერმის ამკართან ისპარინგა და რუსული პრემიერლიგის ბინადართან ფრეს მიაღწია – 2:2. აღსანიშნავია, რომ აჭარული კლუბი მატჩს ორჯერ იგებდა. 28-ე წუთზე ბათუმელები ნიკა მგელაძემ დააწინაურა, პირველი ტაიმის მიწურულს კი პერმელებმა წონასწორობა აღადგინეს და შესვენებაზე გუნდები საყაიმო შედეგით გავიდნენ. 55-ე წუთზე ბათუმი ისევ დაწინაურდა, ამჯერად ბადრი ტეტუნაშვილის გოლით საპასუხო ბურთი კი ამკარმა 81-ე წუთზე გაიტანა. ბათუმის სასტარტო შემადგენლობა:ალავიძე, ფარტენაძე, ტეტუნაშვილი, მგელაძე, სუხიაშვილი, შონია, ვარშანიძე, დიასამიძე, ქავთარაძე, მუჯირი, ტატანაშვილი. შეცვლაზე შევიდნენ: დიასამიძე, გიორგი კაშია.
იხილეთ მსგავსი სიახლეები :