Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

ახალი პროგრამა: მილიონი ახალი მორაგბე ოლიმპიური თამაშებისთვის

ახალი პროგრამა: მილიონი ახალი მორაგბე ოლიმპიური თამაშებისთვის

2014-06-25 14:33:00

რაგბი ოლიმპიურ მოძრაობაში აქტიურად ჩაერთო. მსოფლიოს სარაგბო სამყარომ ახლახან გამართულ ოლიმპიური დღის ზეიმში თავისი წვლილი შეიტანა. რაგბის საერთაშორისო საბჭოს ოფიციალური წევრი 121 ქვეყანაა, სადაც რაგბის 6,6 მილიონი კაცი თამაშობს და მათი რიცხვი ყველა კონტინენტზე რეკორდულად იზრდება.IRB-ის ყველა წევრი ფედერაცია აქტიურად თანამშრომლობს თავისი ქვეყნის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან, რაც რაგბის განვითარების საწინდარია. ეს თანამშრომლობა ხელს უწყობს გუნდებისა და მწვრთნელთა მომზადებას 2016 წლის რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშებისთვის.რაგბის საერთაშორისო საბჭო იწყებს ახალი პროგრამის ამუშავებას, რომლის მიზანიც ერთი მილიონი ახალი მოთამაშის მოზიდვაა. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ამ რიცხვმა 500 ათასი შეადგინა.ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
იხილეთ მსგავსი სიახლეები :