Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

აღმოაჩინეს ყველაზე ცივი პლანეტა

აღმოაჩინეს ყველაზე ცივი პლანეტა

2014-04-16 11:13:00

ერთ-ერთი ზეპლანეტა, რომელიც ამერიკელმა ასტრონავტებმა აღმოაჩინეს, შეიძლება, აქამდე აღწერილ ყავისფერ ჯუჯა პლანეტებს შორის ყველაზე ცივ პლანეტად დაფიქსირდეს.     ობიექტი, რომელი დედამიწიდან 75 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს.     ახალაღმოჩენილი „ყავისფერი ჯუჯა“, თავის „კომპანიონ“ პლანეტასთან ერთად, ორმაგ სისტემას ქმნის. მისი ტემპერატურა 100 გრადუსზე დაბალია. ადრე ასტრონომებს შეეძლოთ, მხოლოდ ევარაუდათ, რომ არსებობს „ზეპლანეტები“, რომელთა ტემპერატურა, შეიძლება, 225 გრადუსზე ნაკლებია.     „ყავისფერმა ჯუჯამ“ აღმოჩენისთანავე მიიპყრო სწავლულთა ყურადღება სუსტი ინფრაწითელი ნათებით. ეს ობიექტები ვარსკვლავებად გამოსხივების სიკაშკაშით კლასიფიცირდებიან. მკვლევრებმა ყველა მონაცემების მიხედვით დაადგინეს, რომ ეს იყო იშვიათი სპექტრული ტიპის, ძალზე დაბალი ტემპერატურის ყავისფერი ჯუჯა.     აქამდე მეცნიერთათვის ცნობილი იყო თ კლასის „ყავისფერი ჯუჯები“, რომელთა ტემპერატურა 225-ზე ნაკლები არ არის. ახალმა აღმოჩენამ დაამტკიცა იმ თეორეტიკოსების წინასწარმეტყველება, რომლებიც ვარაუდობდნენ, რომ არსებობს უფრო ცივი „ყავისფერი ჯუჯები“, რომლებიც Y კლასს განეკუთვნებიან.     ამრიგად, ახალბედა ზეპლანეტა რეკორდსმენია თავის კლასში და აგრეთვე, თავისებური გარდამავალი რგოლია პლანეტებსა და ვარსკვლავებს შორის.
იხილეთ მსგავსი სიახლეები :