Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

არგენტინის მორაგბეთა ნაკრები ივნისის ტესტებზე სამ მატჩს გამართავს

არგენტინის მორაგბეთა ნაკრები ივნისის ტესტებზე სამ მატჩს გამართავს

2014-05-28 13:59:00

საქართველოს ნაკრების მეტოქე მსოფლიოს თასზე არგენტინის ეროვნული გუნდი ივნისის ტესტებზე სამ მატჩს გამართავს ირლანდიისა და შოტლანდიის ნაკრებებთან. "პუმების" მთავარმა მწვრთნელმა დანიელ ურკადმა იმ მოთამაშეების 31-კაციანი სია გააცხადა, რომლებიც ამ შეხვედრებში იასპარეზებენ. აღსანიშნავია, რომ არგენტინელთა თავკაცი ძირითადად შინაურ ჩემპიონატში მოასპარეზე მორაგბეები მიიწვია. ლეგიონერთაგან ტესტებზე მხოლოდ ნიკოლა სანჩესი (ბორდო), მანუელ კარისა (სტორმერზი) და მატიას დიასი (ჰაილენდერზი) ითამაშებენ. "ჩვენი მიზანია გუნდი 2015 წლის მსოფლიოს თასის გათამაშებისთვის სათანადოდ მოვამზადოთ. ამიტომ, ნაკრებში ივნისის ტესტებისთვის ახალგაზრდა მოთამაშეები მოვიწვიეთ. გვინდა მეტი ვათამაშოთ და გამოცდილება მივაღებინოთ. თუ როგორ წარმოაჩენენ ისინი თავიანთ შესაძლებლობებს მსოფლიოს თასისთვის ნაკრების დაკომპლექტებისას მხედველობაში იქნება მიღებული" - თქვა დანიელ ურკადმა. ზე რაგბის გათამაშებისთვის, რომელშიც არგენტინის ეროვნული გუნდი ახალი ზელანდიის, ავსტრალიისა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებებს დაუპირისპირდება, "პუმებს" თითქმის ყველა ლეგიონერი დაემატება. ესენი არიან: ჰორასიო აგუჯა (ბასი), მარსელო ბოსხი (სარასენზი), მაქსიმილიანო ბუსტოსი, ავგუსტინ კრევი, მარიანო გალარსა, ლეონარდო სენატორე (სამივე-ვორსტერი), ხუან მარტინ ერნანდესი, ტომაზო ლავანინი, ხუან იმჰოფი (მეტრო რასინგი), ხუან მანუელ ლეგუსამონი (ლიონი), ხუან მარტინ ფერნანდეს ლობე (ტულონი), პაბლო მატერა (ლესტერ ტაიგერსი) და რომირო ერერა (კასტრი). არგენტინაშერკინება: სანტოაგო კორდერო (ბელა ვისტა), ტომას კუბელი (ატლეტიკი), ხერონიმო დე ლა ფუენტე (როსარიო), ლუკას გონსალეს ამოროსინო (ოიონაქსი), სანტიაგო გონსალეს იგლესიასი (ბიენოს აირესი), მარტინ ლანდახო (სან ისიდორო), მანუელ მონტერო (პუკარა), მატიას მორინი (სიუბიეი), რომირო მოიანო, მატიას ორლანდო, ხავიერ როხასი (სამივე-ტუკმანი), ნიკოლას სანჩესი (ბორდო), ხოაკიმ ტუკულეტი (უგუნდო). უკანა ხაზი: ანტონიო დე შაზალი (სან ისიდორო), მატიას ალემანო (კორდობა), გაბრიელ ასკარატე, სანტიაგო ვალდესი, ლუკას პასი (ტუკმანი), როდრიგო ბეასი, მატიას კორტესი (ლიცეო დე კუიო), მანუელ კარისა (სტორმერსი), ტომას დე ლა ვეგა (უნივერსიტარიო), მატიას დიასი (ჰაილენდერსი), რომირო ერერა (კასტრი), ფაკუნდო ისა (სანტიაგო), ტომას ლავანინი (მეტრო რასინგი), ბენჟამინ მაკომე (უკლუბო), ხულიან მონტოია (ნიუმენი), ხავიერ ორტეგა (ესტუდიანტეს), ბრუნო პოსტილიონი, ნოელ ჩაპარო (ლა პლატა). ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
იხილეთ მსგავსი სიახლეები :