Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

არგენტინელმა ფეხბურთელებმა რომის პაპს ნაკრების ავტოგრაფებიანი მაისური აჩუქეს - sportsmen.ge

არგენტინელმა ფეხბურთელებმა რომის პაპს ნაკრების ავტოგრაფებიანი მაისური აჩუქეს - sportsmen.ge

2014-07-17 12:04:00

არგენტინელმა ფეხბურთელებმა რომის პაპს, ფრანცისკეს საჩუქარი გაუკეთეს. ნაკრების მაისურზე თავიანთი ავტოგრაფები დააწერეს და გაუგზავნეს. ამის შესახებ ფეხბურთელებმა თავიანთ twitter-ზე დაწერეს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოზე მესისა და როდრიგესს ავტოგრაფებიანი მაისური ხელში უჭირავთ, ქვევით კი მინაწერია: „ეს საჩუქარი ჩვენმა ნაკრებმა რომის პაპს გაუგზავნა.“ მსგავსი საჩუქარი რომის პაპისთვის პირველი არაა. ცნობილია, რომ იგი არგენტინული საფეხბურთო კლუბის „სან-ლორენსოს“ გულშემატკივარია, როდესაც კლუბმა ქვეყნის ჩემპიონატი მოიგო, სასულიერო პირი ფეხბურთელებსა და მწვრთნელს შეხვდა და მათგან მაისური მიიღო წარწერით - „ფრანცისკე ჩემპიონია.“ 
იხილეთ მსგავსი სიახლეები :