Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

ამ ცეკვის გამო გერმანელ ფეხბურთელებს ''ნაცისტები'' უწოდეს(ვიდეო) - sportsmen.ge

ამ ცეკვის გამო გერმანელ ფეხბურთელებს ''ნაცისტები'' უწოდეს(ვიდეო) - sportsmen.ge

2014-07-17 14:21:00

მსოფლიო ჩემპიონატის თასის მოგების შემდეგ, სამშობლოში დაბრუნებულ გერმანიის ნაკრებს, ბერლინში ნახევარ მილიონზე მეტი გულშემატკივარი დახვდა. ბრანდენბურგის კარიბჭესთან ჩემპიონებისათვის სცენა იყო მოწყობილი, საიდანაც ფეხბურთელები თავიანთ ქომაგებს მიესალმნენ. მათ გამარჯვებასთან დაკავშირებით შეასრულეს მუსიკალური ნომერი, რომელსაც "გაუჩოების ცეკვა" დაარქვეს. გერმანელი ფეხბურთელები ჯერ წელში მოხრილები დადიოდნენ და მღეროდნენ - "ასე დადიან გაუჩოები," ხოლო შემდეგ წელში სწორდებოდნენ, ხელებს მაღლა წევდნენ და იძახდნენ: "ასე დადიან გერმანელები."  ფეხბურთელთა მუსიკალურ ნომერს  სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ზოგმა გერმანელების მხიარულება გაიზიარა და მათი ნომერი იუმორისტულად აღიქვა, ზოგმა კი ამ საქციელის გამო, გერმანელ ფეხბურთელებს ნაცისტები უწოდა. მათ შორის ყველაზე აგრესიული იყო არგენტინელი ჟურნალისტი უგო მორალესი, რომელმაც რადიოგადაცემაში ასეთი რამ თქვა: "ეს გერმანელი ფეხბურთელები საშინელი ნაცისტები არიან. სწორედ ასე ექცეოდნენ, ასე დასცინოდნენ და ასე უყურებდნენ ზემოდან გერმანელები ებრაელებს, ბოშებს და იმ 6 მილიონ ადამიანს, რომლებიც მე-20 საუკუნის 30-იან და 40-იან წლებში დახოცეს.  ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ჯერ კიდევ არსებობენ გერმანელები, რომლებიც ნაციზმით ავად არიან. ამ ფეხბურთელებმა გვიჩვენეს, რომ გერმანია ნამდვილად არ შეცვლილა ისე, როგორც ამის ჩვენება 2006 წელს უნდოდათ." თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც აღნიშნული ნომერი იუმორის გამოვლინებად მიიღეს. ერთერთმა ასევე, არგენტინელმა ჟურნალისტმა თავის სტატიაში დაწერა: "გერმანელებმა მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმეს და არგენტინელებს პატარა ცეკვაც მოგვიძღვნეს. ვისაც იუმორის გრძნობა აქვს, ეს არ უნდა ეწყინოს." უნდა აღინიშნოს, რომ გერმანელი ფეხბურთელები მუნდიალზე გამაღიზიანებლად ნამდვილად არ იქცეოდნენ. ბრაზილიის ნაკრების 7:1 დამარცხების შემდეგ, მათ მეტოქის მიმართ ერთი შეურაცხმყოფელი სიტყვაც არ დაცდენიათ და თამაშის დასრულებისას  სტადიონზე თავშეკავებულად იქცედონენ. არგენტნის ნაკრების ფინალში დამარცხების შემდეგ კი, ვერცხლის მედლების მისაღებად მიმავალ მეტოქეს გერმანელბმა საპატიო დერეფანი გაუკეთეს და კვარცხლბეკამდე აპლოდისმენტებით გააცილეს.  
იხილეთ მსგავსი სიახლეები :