Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

ალერგია - ცივილიზაციის დაავადება

ალერგია - ცივილიზაციის დაავადება



ალერგია ცივილიზაციის დაავადებად მიიჩნევა. დედამიწის მოსახლეობის თითქმის 40%-ს ესა თუ ის ალერგიული დაავადება სჭირს. ექიმების პროგნოზი დამაფიქრებელია: ალერგიული ადამიანების უზარმაზარი არმია უფრო მეტად გაიზრდება. როგორ მოვიქცეთ, რომ მათ რიცხვში არ მოვხვდეთ? ალერგია უძველესი დროიდან არის ცნობილი. ჯერ კიდევ რომაელი ექიმი გალენუსი იხსენიებს სურდოს, რომელიც ვარდის სურნელისგან ჩნდებოდა. მას შემდეგ ათასწლეულები გავიდა, მაგრამ კაცობრიობამ არამცთუ თავი ვერ დააღწია ამ დაავადებას, არამედ უფრო მეტად მოამრავლა მისი მაპროვოცირებელი ფაქტორები. მსოფლიოში ალერგიული დაავადებების გავრცელება განუწყვეტლივ გრძელდება. ეს უკავშირდება არასასურველ ეკოლოგიას, მოსახლეობის ურბანიზაციას (უამრავი ხალხი სახლდება მეგაპოლისებში, სადაც განვითარებულია მრეწველობა), დაავადებათა ხშირ გამწვავებას და ინფექციის ქრონიკულ კერებს. ეს გაციება არ არის!ალერგიული რინიტი ანუ სურდო ორი სახისაა: საყოფაცხოვრებო - მთელი წლის განმავლობაში მიმდინარე - და სეზონური. მთელი წლის განმავლობაში არსებული რინიტის მიზეზი ხშირად საცხოვრებელი გარემოს ალერგენებია: სახლის მტვერი, ტარაკნები, შინაური ცხოველების ალერგიული ბეწვი. სეზონურ ალერგიულ რინიტს იწვევს ალერგენები, რომლებიც წლის განსაზღვრულ დროს ხვდება ჰაერში. მთავარ მიზეზად მცენარეების მტვერი ითვლება. ალერგიის გამომწვევი მცენარეების ყვავილობის დროს ალერგიული ადამიანები უჩივიან ცხვირის გაჭედვას (სუნთქვის გაძნელებას), წყალივით გამონადენს, მუდმივ ცემინებას, გამონაყარს და თვალების სიწითლეს, ცრემლდენას, ყელის ფხაჭნას და თავის ტკივილსაც კი. ალერგიის დიაგნოზი აუცილებლად ექიმმა ალერგოლოგმა უნდა დასვას. ამისთვის სპეციალისტი ჩაატარებს სპეციალურ გამოკვლევებს - კომპიუტერულ დიაგნოსტიკურ ტესტებს, დიაგნოზის დასადასტურებლად კი კანის სინჯებს გააკეთებს. ეს იმისთვის, რომ განისაზღვროს, სახელდობრ რომელი ალერგენი იწვევს რეაქციას. როცა ალერგენი ზუსტად არის ცნობილი, შეგიძლიათ, მისი თავიდან აცილება სცადოთ და ალერგიული რეაქციის ალბათობა მინიმუმამდე დაიყვანოთ. როგორც აღვნიშნეთ, ალერგიული დაავადებები უძველესი დროიდან არსებობს, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება მათ ჩვენი საუკუნის 40-იანი წლებიდან მიიპყრეს. ალერგიულ დაავადებათა გახშირებას მრავალი მიზეზი აქვს. მათ შორის უნდა აღინიშნოს თანამედროვე ქიმიზაცია და ინდუსტრიალიზაცია, მეურნეობაში ისეთი ქიმიური ნივთიერებების ფართო გამოყენება, რომელთა უმრავლესობას ალერგიული თვისებები აქვს, ასევე - თანამედროვე ადამიანის კვების თავისებურებანი: საკვებ პროდუქტებში სულ უფრო დიდი ადგილი ეთმობა კონსერვანტებს, საღებავებს, ემულგატორებს, რომლებიც ქიმიური ნივთიერებებია და სენსიბილიზაციის (ამა თუ იმ გამღიზიანებლის მიმართ ორგანიზმის მგრძნობელობის გაზრდის) უნარი შესწევს. ალერგიული თვისებები აქვს ზღვის პროდუქტებს, სარეცხ და კოსმეტიკურ საშუალებებს და სხვა. გამორიცხეთ კონტაქტებიმტვერზე ალერგიის პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებაა ალერგენთან კონტაქტის გამორიცხვა, თუმცა ყვავილობის დროს კლიმატური ზონის დროებით შეცვლას ყველა (უმრავლესობა) ვერ ახერხებს, ამიტომ რეაქციის ალბათობის შესამცირებლად საჭიროა თავი ვარიდოთ ქალაქგარეთ, ტყეებსა და პარკებში სეირნობას, დილაობით, ასევე ცხელ და ქარიან ამინდში კარ-ფანჯრის გაღებას - ჰაერში მტვრის კონცენტრაცია სწორედ ამ დროს არის ყველაზე მაღალი. შინ შესვლისთანავე საჭიროა შხაპის მიღება და ტანსაცმლის გამოცვლა. მანქანაში უნდა დაიხუროს ფანჯრები და გამოირთოს კონდიციონერი. ნუ გააშრობთ გარეცხილ ნივთებს გარეთ, ნურც ღია აივანზე - მათზე მცენარის მტვერი მოხვდება. ბინა ყოველდღიურად უნდა დალაგდეს სველი წესით. თუ მოახერხებთ, კარგი იქნება, მძლავრფილტრებიანი კონდიციონერი გამოიყენოთ. მედიკამენტური საშუალებებიდან ისევ პირველ ადგილზეა პირველი და მეორე თაობის ანტიჰისტამინური პრეპარატები, თუმცა პრიორიტეტი მაინც მეორე თაობის პრეპარატებს ენიჭება. ამ ჯგუფიდან უმეტესად გამოიყენება ისეთი საშუალებები, რომელთა აქტიური ნივთიერებები არ იწვევს უსიამოვნო გვერდით მოვლენებს - უნარისა და ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითებას. ალერგიის სწორი მკურნალობის პირობებში მისი გამოვლინება შეიძლება მინიმუმამდე დავიყვანოთ. მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ პრეპარატებს, რომლებიც მცენარეულ საფუძველზეა დამზადებული, კვებით დანამატებს, კოსმეტიკურ საშუალებებს, რომლებიც შეიცავს მცენარის მტვერსა და მცენარეულ ექსტრაქტებს, ასევე შეუძლია გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია, ამიტომ მათი გამოყენება რეკომენდებული არ არის. არ გამოიყენოთ საკვებად პროდუქტები, რომლებიც მტვერზე რეაგირებენ. აგვისტოში ყველაზე ალერგიული მცენარეების ყვავილობა პიკს აღწევს. ასეთია აბზინდა, ამბროზია. აბზინდაზე ალერგიის შემთხვევაში რაციონიდან უნდა ამოიღოთ ციტრუსები, თაფლი, მზესუმზირის ზეთი, ჰალვა, მზესუმზირა, ვარდკაჭაჭა. ალერგიულ რეაქციას ბევრი ბალახიც იწვევს - მათ ამბროზიასთან ჯვარედინი ალერგენები აქვთ. ესენია ვირისტერფა, ორკბილა, გვირილა, ბაბუაწვერა, მზესუმზირა. ყველას, ვინც კი ალერგიას უჩივის, სჭირდება ექიმ ალერგოლოგის რეგულარული მეთვალყურეობა - სპეციალისტი დროულად დაადგენს ალერგენს და შეარჩევს სწორ ინდივიდუალურ მკურნალობას.      
იხილეთ მსგავსი სიახლეები :