Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

აცრა



ავცრათ თუ არა ალერგიული ბავშვი?ეს პრობლემა ყოველთვის აწუხებს ალერგიული ბავშვის მშობელს. გვესაუბრება ბავშვთა #1 კლინიკური საავადმყოფოს ექიმი-ალერგოლოგი, ასოცირებული პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ეკა ჩხარტიშვილი. - ბავშვთა ასაკში ვაქცინაცია ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილია, მისი შეფე-რხება თუნდაც ალერგიისადმი მიდრეკილ ბავშვებში დაუშვებელია. ვაქცინები უსაფრთხოა, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მაღალი რისკის მქონე პირებს, რომელთაც აღენიშნებათ საკვებზე ანაფილაქსიური რეაქციები და აუტოიმუნური დაავადებები. ალერგიულ ბავშვებში ხშირია ვაქცინაციის გადავადების ან შეწყვეტის საჭიროება, თუ ადგილი აქვს ანაფილაქსიურ რეაქციას. თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ დაუყოვნებელი სისტემური ალერგიული რეაქციები უკიდურესად იშვიათია. ალერგიის (ატოპიის) ჩამოყალიბების გენეტიკური რისკი გავლენას ახდენს ჩვილობის პერიოდში ვაქცი-ნაციისადმი რეაგირების უნარზე. რისკი თუ სარგებელი - შეფარდება იხრება ვაქცინაციის სასარგებლოდ. - რომელი საკვები პროდუქტების მიმართ აქვთ ყველაზე ხშირად ალერგია ადრეული ასაკის ბავშვებს?- კვერცხზე, ასევე გამოვყოფდი ძროხის რძეს. მათი ალერგიული რეაქციები არ არის სიცოცხლისთვის სახიფათო, პროფილაქტიკის მიზნით საჭიროა რაციონიდან კვერცხის ამოღება ან სოიის რძეზე დამზადე-ბული ნარევით კვება. ამავე დროს საჭიროა ასეთი ბავშვის მეთვალყურეობა.  განსაკუთრებული ზომების მიღებაა საჭირო სიცოცხლისათვის სახიფათო რეაქციების დროს - იმ ვაქცინებით იმუნიზა-ციისას, რომლებიც შეიცავენ კვერცხის პროტეინებს (ცილას). ვაქცინები შეიძლება შეიცავდნენ ასევე ალუმინის იონებს, ჟელატინს, ანტიბიოტიკებს. ნებისმიერი ალერგიული განწყობის შემჩნევისთანავე მშობელმა უნდა მიმართოს ექიმს, რათა დროულად იქნას აცილებული ალერგიული რეაქციის განვითარების რისკი. ასევე ყურადღება უნდა მიექცეს წინა ვაქცინაციის დროს გამოვლენილ ალერგიისთვის დამახასიათებელ ნიშნებს.- რას გულისხმობს ბავშვის მეთვალყურეობა? - ალერგიული ბავშვის კონტროლი გულისხმობს არა მარტო ვაქცინაციების ჩატარების პრობლემას, არამედ დაავადების გართულების თავიდან აცილებასაც. ექიმის მიერ დადგენილი პრემედიკაცია (აცრისთვის ბავშვის მზადება ალერგიის საწინააღმდეგო მედიკამენტების გამოყენებით) უსაფრთხო და ეფექტურია ყველა ალერგიულ პაციენტში. პრემედიკაციის შემთხვევაში ვაქცინის ეფექტურობა არ მცირდება.- რას გვეტყვით მედიკამენტური ალერგიის შესახებ? - წამლების გვერდითი მოვლენები ხშირია ბავშვებში და ბევრ შემთხვევაში ითვლება, რომ ბავშვს აქვს მედიკამენტური ალერგია, მხოლოდ სპეციალური გამოკვლევით დგინდება, რომ ამა თუ იმ მედიკამენტზე ბავშვს არ აღენიშნება ალერგიული რეაქცია. ზოგიერთ პაციენტს გენეტიკური წინასწარგანწყობა აქვს `მრავალი მედიკამენტისადმი მგრძნობელობაზე~ ანუ აღენიშნება ინდივიდუალური აუტანლობა მედიკამენტის მიმართ, რაც განპირობებულია გენეტიკურად ღვიძლის კონკრეტული ფერმენტის ნაკლებობით ან უკმარისობით. ამასთანავე, კარგად გამოკითხვის შემდეგ, მის მშობელსაც აღენიშნება იმავე მედიკამენტის აუტანლობა (მაგალითად, იზონიაზიდის). მედიკამენტის მიმართ რეაქციები შეიძლება განხილული იქნეს როგორც წინასწარ მოსალოდნელი ან განუსაზღვრელი. წინასწარ მოსალო-დნელი რეაქცია შესაძლებელია იყოს მედიკამენტის ფარმაკოლოგიური მოქმედების შედეგი. წინასწარ განუსაზღვრელი კი შეიძლება იყოს იდიოსინკრაზია, წამლის აუტანლობა და ჰქონდეს იმუნოლოგიური საფუძველი. დაუყოვნებელი ალეგიული რეაქციები განიხილება როგორც ფსევდო-ალერგიული რეაქციები. ასეთ დროს ადგილი აქვს ფოყიერი უჯრედების გააქტიურებას. ესენი კი გამოყოფენ ალერგიული რეაქციის მედიატორს ჰისტამინს.- ცნობილია ისეთი შემთხვევები, როცა პრემედიკაციის მიზნით გამოყენებულ ანტიჰისტამინურ პრეპარატზე აღენიშნა ბავშვს ალერგიული რეაქცია. რას გვირჩევთ ასეთ შემთხვევაში, რომელი პრეპარატი ითვლება ნაკლებ უსაფრთხოდ?- ნამდვილად არის პტაქტიკაში ასეთი შემთხვევები ცნობილი, ამიტომ უმჯობესია ახალი თაობის ანტიჰისტამინური პრეპარატების გამოყენება პრემედიკაციის მიზნით. მაგალითად, ცეტირიზინი. იგი ხანგრძლივად, 1 თვის განმავლობაში ინიშნება წინა აცრისას რეაქციის შემთხვევაში, ხოლო ალერგი-ისთვის დამახასიათებელი ნიშნების (ლოყების წამოწითლება) შემჩნევისას, მოკლე კურსით - ფენკაროლი. მხოლოდ ექიმ-სპეციალისტთან კონსულტაციით, ზუსტად და სწორად შეგროვილი ანამნეზით, ექიმისა და მშობლის გულღია ურთიერთობით, სათანადოდ დანიშნული გამოკვლევებით (უწინარესად კანის ალერგიული სინჯები) შესაძლებელია სწორი დიაგნოსტირება და უსაფრთხო მკურნალობა.   
იხილეთ მსგავსი სიახლეები :