Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

აბორტის წინამოსაფიქრებელი პერიოდი იზრდება

აბორტის წინამოსაფიქრებელი პერიოდი იზრდება



აბორტის წინამოსაფიქრებელი პერიოდი 3-დან 5 დღემდე გაიზრდება. შესაბამის საკითხს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გაიტანს. როგორც დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყებამდე განუცხადა, მოსაფიქრებელი პერიოდის გაზრდა განპირობებულია იმით, რომ სამდღიანი პერიოდი აშკარად არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ქალბატონს გადაწყვეტილებების მიღებამდე სწორი ინფორმაცია მიეწოდოს და სწორად განემარტოს მისი შედეგები. ' "ამიტომ, გადავწყვიტეთ, კომპლექსურად შევცვალოთ ეს რეგულაცია. გაიზრდება არა მარტო მოფიქრების ხანგრძლივობა, არამედ დაემატება მთელი რიგი აუცილებელი კონსულტაციები, რომელიც, ჩვენი აზრით, ქალბატონებს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება, - განაცხადა დავით სერგეენკომ. http://www.interpressnews.ge/
იხილეთ მსგავსი სიახლეები :