Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

50 რამ, რაც უნდა ასწავლო შენს ქალიშვილს

50 რამ, რაც უნდა ასწავლო შენს ქალიშვილს

2014-06-25 13:31:00

ამერიკელი ჯინო მეიჯორსი ორი არაჩვეულებრივი გოგონას დედაა. ერთ-ერთი მათგანი მალე 18 წლის გახდება. სწორედ იმ აღსანიშნავი თარიღისთვის, როცა მისი ქალიშვილი სრულწლოვანი გახდება, ჯინამ მოამზადა სია, რომელშიც, როგორც თავად ნახავთ, მთელი სული და გული ჩადო.1. პირველ რიგში, გიყვარდეს საკუთარი თავი;2. საშუალო სკოლა – ეს ჯერ არ არის რეალური ცხოვრება. მზად იყავი ამისთვის.3. ცხოვრებაში ბევრ უღირს გოგონას შეხვდები. უბრალოდ, შორს დაიჭირე მათგან თავი.4. თუ ნამდვილი მეგობარი იპოვე, შეეცადე, შეინარჩუნო ის, მიუხედავად იმისა, რამდენად შორს იქნებით ერთმანეთისგან.5. ნივთები ვერ გაგაბედნიერებს.6. არავინ განსაჯო, მაგრამ მზად იყავი, რომ შენ ბევრი განგსჯის. თავაწეულმა იარე, ჩემო გოგონა.7. გაიცანი სიღრმისეულად შენი ბებია.8. ყველა პრობლემა არ არის ქვეყნის დასასრული;9. აირჩიე მთავარი ბრძოლის ველი, ყველაფრისთვის ბრძოლა არ ღირს.10. არასოდეს შეადარო საკუთარი თავი სხვას, ის სხვა ვერასოდეს იქნება შენნაირი.11. მიუხედავად იმისა, რამდენად ძლიერად გიყვარს ადამიანი, შეეცადე, არ დაკარგო საკუთარი თავი.12. ილაპარაკე. იპოვე შენი ხმა და გამოიყენე ის მაქსიმალურად!13. ისწავლე სიტყვა "არა" და ნუ შეგეშინდება მისი გამოყენების.14. მოგიწევს შენი საკუთარი ცხოვრების წიგნის დაწერა. შეეცადე, მისი ფურცლები ბედნიერი მოვლენებით შეავსო.15. არასოდეს გაეკიდო უკან ბიჭს. უკეთესი იქნება, თუ ის თავად მოგძებნის.16. ისწავლე კომპლიმენტების სწორად მიღება და შეეცადე, ირწმუნო მათი.17. ყოველთვის გულწრფელი იყავი.18. შეძელი, იყო ბედნიერი საკუთარ როლში და ნუ შეგეშინდება მარტოობის.19. არასოდეს შეგეშინდეს შენი გრძნობების გამომჟღავნების.20. კამათი შეიძლება, მაგრამ ნუ დაივიწყებ მე-9 პუნქტს.21. იკითხე ყველაფერი, რაც ხელში ჩაგივარდება. ცოდნა – ეს ძალაა.22. თუ ბიჭს შინ ესტუმრე და იქ წიგნები ვერ ნახე, მაშინვე დატოვე იქაურობა.23. შენ – არავის საკუთრება ხარ!24. ყოველთვის მოძებნე ძალა, რომ დაიცვა საკუთარი თავი. ყოველთვის.25. ნუ შეგეშინდება წარუმატებლობის. სწორედ მასზე სწავლობენ.26. არასოდეს გააგზავნო ელექტრონულად ისეთი რამ, რასაც არ გამოაქვეყნებდი გაზეთის პირველ გვერდზე. რომც წაშალო, ის მაინც ამოტივტივდება სადმე.27. დაეხმარე სხვებს უყოყმანოდ, კეთილ საქმეებს ბედნიერება მოაქვს.28. იყავი მადლიერი და ყოველთვის გამოხატე ეს გრძნობა!29. ყოველთვის მიენდე შენს ინტუიციას. ყოველთვის!30. იყავი ზრდილობიანი.31. შენი საქციელი უფრო მეტს ამბობს შენ შესახებ, ვიდრე სიტყვები.32. ნუ დამალავ შენს გრძნობებს, მოძებნე მეთოდი, რომ გამოხატო ისინი.33. ეძებე ყველაფერში სილამაზე.34. გამოიყენე მზისგან დამცავი კრემი!35. არ დაკარგო ის ადამიანები, ვისაც უყვარხარ.36. ყოველთვის თავაწეულმა იარე. საკუთარი თავის რწმენა მიმზიდველად გამოიყურება.37. იტირე, როცა ეს საჭიროა და იპოვე ძალა შენს ცრემლებში.38. სიცილი სულის წამალია.39. ძალიან ხმამაღალია მუსიკა? მაშინ ადექი და იცეკვე!40. სიტყვებს შეუძლიათ, როგორც ააგოს ხიდები, ასევე დაწვას კიდეც ისინი. ამიტომაც აზრიანად შეარჩიე სიტყვები.41. სახლი – ეს ის ადგილია, სადაც უყვარხარ და გელიან და არა ის, სადაც შენ ცხოვრობ.42. ითხოვო პირველმა პატიება – არ ნიშნავს, რომ სუსტი ხარ.43. იმუშავე, ბევრი იმუშავე. ყოველთვის გქონდეს საკუთარი თავის შენახვის თავი.44. ვიცი, ხანდახან ვერ მიტან, მაგრამ მე ყოველთვის მიყვარხარ.45. შენ თვითმყოფადი ხარ!46. შენ შეგიძლია ნებისმიერ დროს მითხრა, რაც გაწუხებს. მე ყოველთვის შენ გვერდით ვიქნები.47. კიდევ ერთხელ... დაიმახსოვრე, მე შენ მიყვარხარ!48. შენ იმაზე ბევრად მეტი შეგიძლია, ვიდრე თავად გგონია.49. შენ ულამაზესი ხარ და ნურავის მისცემ იმის საშუალებას, სხვანაირად გაგრძნობინოს თავი.50. ცხოვრება მხოლოდ დღევანდელი დღისგან შედგება. იცხოვრე მოცემული მომენტით. შენ ვერ გააკონტროლებ შენს გუშინდელ და ხვალინდელ დღეს. ყველაფერი რაც გაგაჩნია, ეს დღევანდელი დღეა. ასე რომ, უბრალოდ იყავი ბედნიერი!
იხილეთ მსგავსი სიახლეები :