Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

BMW-ს ასწლიანი ისტორია: როგორ იქმნებოდა ლეგენდა

2016-03-10 20:08:00

საავიაციო ძრავის მწარმოებლიდან ავტომშენებლობის მსოფლიო ლიდერამდე: როგორ მიაღწია წარმატებას ცნობილმა გერმანულმა ავტოკონცერნმა BMW-მ. 1. BMW-ს დაარსების ოფიციალური თარიღი - 1916 წლის 7 მარტია. ამ დღეს გერმანელმა გუსტავ ოტომ საავიაციო ქარხანა "Bayerische Flugzeugwerke" დაარეგისტრირა, რომელსაც მოგვიანებით "ბავარიის მოტოსაშმენებლო ქარხანა" (Bayerische Motorenwerke) ან შემოკლებით BMW დაარქვა. ქარხნის ემბლემისთვის შეარჩიეს თეთრი და ცისფერი - ბავარიული დროშის ფერები.2. ვერსალის ხელშეკრულების თანახმად, მსოფლიო ომში დამარცხებულ გერმანიას არ ჰქონდა უფლება ეწარმოებინა საავიაციო ძრავები - BMW-ს პროდუქციის ერთადერთი სახეობა. ფირმის გადარჩენა მთავარმა ინჟინერმა მაქს ფრიცმა შეძლო - ხუთ კვირაში მან შექმნა პირველი მოტოციკლი ძრავის ახალი კონცეფციით - ლეგენდარული R32, რომელიც 1923 წლიდან სერიულ წარმოებაში გაუშვეს.3. 1928 წელს BMW-მ გერმანიის თიურინგიის მხარეში საავტომობილო ქარხანა შეიძინა და მოიპოვა DIXI-ს სახელით ცნობილი ავტომობილის წარმოების ლიცენზია, ხოლო პირველი ავტომობილი 1932 წელს გამუშვა, რომელსაც BMW-ს ყველა მოდელისთვის დამახასიათებელი რადიატორის ბადე ჰქონდა. იგი ორი მომრგვალო სიმეტრიული ნაწილისგან შედგებოდა.4. მესამე რეიხში BMW-ს ავტომობილები ძირითადად, სამხედრო თვითმფრინავებისთვის განკუთვნილი ძრავით იყო აღჭურვილი. ფირმის შემოსავალი 1933 წელს 32 You must have Flash Player installed in order to see this player. მილიონ რეიხსმარკას შეადგენდა, 1944 წელს კი - 750 მილიონს. BMW-ს ქარხნებზე მომუშავე 56 000 მუშასგან თითქმის ყოველი მეორე საკონცენტრაციო ბანაკის პატიმარი ან გერმანიაში იძულებითი შრომისთვის გადასახლებული პირი იყო. აღსანიშნავია რომ ომის შემდგომ პერიოდში, BMW-მ ყველა დაზალებულს კომპენსაცია გადაუხადა.5. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ BMW-მ დაკარგა თითქმის ყველა ქარხანა თიურინგიაში, რადგან ეს ტერიტორია საბჭოთა ოკუპაციის ზონაში, შემდეგ კი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიაზე აღმოჩნდა. ავტოკონცერნმა წარმოება გადაიტანა მიუნხენში - ქარხნებში, რომელიც დაბომბვის დროს მნიშვნელოვნად იყო დაზიანებული. თუმცა უკვე 1952 წელს BMW-მ მიაღწია იმდენს, რომ ახალი მოდელი - სერია 501 გაუშვა სერიულ წარმოებაში. სედანმა მიიღო სახელწოდება "ბაროკოს ანგელოზი".6. BMW-ს სერია 501/502 ბრწყინვალე დიზაინით და კომფორტული კონსტრუქციით გამოირჩეოდა, მაგრამ კომერციულად მომგებიანი არ აღმოჩნდა. უფრო მეტიც, "ბაროკოს ანგელოზების" წარმოებამ კომპანიას მნიშვნელოვანი ზარალი მოუტანა. BMW ახალი მოდელების წარმოებაზე დაფიქრდა.განაგრძეთ კითხვა მასალის გამოყენების პირობები
იხილეთ მსგავსი სიახლეები :