Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მძღოლებმა ფოთში აქცია გამართეს

მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მძღოლებმა ფოთში აქცია გამართეს

2015-12-13 21:21:00

მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მძღოლებმა დღეს ფოთში საპროტესტო აქცია გამართეს. პროტესტის ნიშნად მათ ქალაქის ცენტრალური ქუჩები გაბმული სიგნალებით მოიარეს.მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტის აკრძალვის გადაწყვეტილება მძღოლებმა ამ ფორმით გააპროტესტეს. ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული იმ კანონონპროექტის შესაძლო მიღებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც საქართველოში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაცია უქმდება.მათი მთავარი მოთხოვნაა, მარჯვენასაჭიანი მანქანების რეგისტრაცია არ აიკრძალოს. როგორც დღეს აქციის მონაწილეებმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ისინი საპროტესტო აქციებს გააგრძელებენ.მსგავსი აქცია ფოთში რამდენიმე დღის წინაც შედგა. დღეს საპროტესტო აქციაზე 30-ზე მეტი მძღოლი იმყოფებოდა.
იხილეთ მსგავსი სიახლეები :