Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

ჯეიმს აპატურაი - ნატო არ აღიქვამს ნატო-საქართველოს ერთობლივ საწვრთნელ ცენტრს ანტირუსულ ცენტრად

ჯეიმს აპატურაი - ნატო არ აღიქვამს ნატო-საქართველოს ერთობლივ საწვრთნელ ცენტრს ანტირუსულ ცენტრად

2015-08-20 20:55:00

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ჯეიმს აპატურაის განცხადებით, ნატო არ უყურებს და არ აღიქვამს ნატო-საქართველოს ერთობლივ საწვრთნელ ცენტრს ანტირუსულ ცენტრად, რუსეთის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად, ჟესტად ან რუსეთში გასაგზავნ სიგნალად. ამის შესახებ ჯეიმს აპატურაიმ "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განცხადა."ჩვენ ვამახვილებთ ყურადღებას პრაქტიკულ ელემენტებზე, ანუ, რას გააკეთებს ცენტრი იმისთვის, რომ გაიზარდოს ნატო-სთან თავსებადობა; საქართველომაც გაუზიაროს გამოცდილება პარტნიორებს და ყველაზე მთავარი, რაც წერია არსებით პაკეტში - თითოეულმა ამ ნაბიჯმა საქართველო მომავალი წევრობისთვის უნდა მოამზადოს.ასე რომ, ცენტრს აქვს ძალიან მკაფიო You must have Flash Player installed in order to see this player. სარგებელი. რა თქმა უნდა, ეს არის სიგნალი ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის და პარტნიორობის. საქართველომ დაიმსახურა და გააკეთა ყველაფერი პარტნიორობისთვის, ავღანეთში და სხვაგანაც ნატო-სთან გვერდში დგომით, ასევე გატარებული რეფომებით", - განაცხადა აპატურაიმ.მისივე თქმით, არავინ, მათ შორის რუსეთმა, არ უნდა აღიქვას და შეაფასოს ცენტრი, როგორც საფრთხე, "რადგან ცენტრის მიზანია თავსებადობის ამაღლება და არა უმეტეს"."ეს არ ნიშნავს საქართველოს შეირაღებული ძალების გაწვრთნას იმისათვის, რომ ვინმეს ისინი თავს დაესხან. თუ რუსეთი მოახდენს სხვადასხვაგვარ ინტერპრეტაციას, ეს ნიშნავს, რომ რუსეთს სურს ინტერპრეტაცია და არა იმიტომ, რომ არსებული ფაქტები ხელს უწყობს ასეთი დასკვნების გაკეთებას", - აღნიშნა აპატურაიმ.ნატო-საქართველოს ერთობლივი სასწავლო ცენტრი მომდევნო კვირას გაიხსნება, რომელსაც ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი დაესწრება.
იხილეთ მსგავსი სიახლეები :