Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

ვარსკვლავი ქალბატონების რჩეული ფეხსაცმელები

ვარსკვლავი ქალბატონების რჩეული ფეხსაცმელები

2014-10-15 17:38:00

შემოდგომის თბილი დღეები ნელ-ნელა უკან ჩამოვიტოვეთ და სიცივეები უკვე ძალას იკრებს. თუმცა ვარსკვლავი ქალბატონები ახალი სეზონის აქსესუარებსაც თბილ დახვდომას უწყობენ. მათ აქტიურად მოირგეს სეზონის ახალი მოდელები. მაგრამ მათ შემოდგომის სცენარში თავიანთი ცვლილებები შეიტანეს: წითელი პომადა ყველა დროის უცვლელი კლასიკა გახლავთ, ახალი სეზონის მთავარი ჰიტად კი გასულ კვირაში ვარსკვლავებმა-ლაქის, ზამშის და ატლასის -წითელი ფერის ფეხსაცმელები აქციეს. ლილი კოლინზი Charlotte Olympia-ს პლატფორმები ჰილარი დაფი Stuart Weitzman მიშელ მონაგანი Christian Louboutin კირა ნაითლიმ Charlotte Olympia-ს პლატფორმები შეუხამა Valentino-ს კაბას ლონდონის ფილმების ფესტივალზე სტუმრობისას. Brian Atwood-ის განსხვავებული მოდელები მოიხდინეს ლეიტონ მისტერმა და ევა ლონგორიამ. ლეიტონი ლურჯი ფერის ფეხსაცმელებში იწონებდა თავს ევა ლონგორიამ კი ხორცისფერ ვარიანტს მიანიჭა უპირატესობა კალიფორნიაში გამართულ ფილმის პრემიერაზე კი ლეიტონ მისტერი Balmain-ის კაბას და Jimmy Choo-ის ფეხსაცმელებში გამოწყობილი გამოცხადდა. სელენა გომესმა წითელ კაბას Manolo Blahnik-ის დახურული, გამჭვირვალე ჩანართიანი ფეხსაცმელი შეუხამა და მეტად გულახდილი იერსახე შექმნა. ჯორჯ კლუნის მეუღლე ვენეციაში იტალიელი მოდური სახლის Dolce&Gabbana-ს კოლექციის სანდლებში დასეირნობდა საყიდლებზე. ვარსკვლავი ქალბატონებიმაინც არ ივიწყებენ საზაფხულო მოდელებს და იხანგრძლივებენ ცხელი სეზონის განწყობას, რაშიც მათ Sophia Webster-ის ფერადი სანდლები ეხმარებათ. დიანა კრუგერი ელიზაბეტ ბენქსი
იხილეთ მსგავსი სიახლეები :