Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

ზეთი - სასარგებლო და განსხვავებული

ზეთი - სასარგებლო და განსხვავებული

2014-08-27 13:20:00

ბევრი ჩვენგანი სალათების შესაკმაზად ზეითუნის ზეთს იყენებს, არა და ის მხოლოდ ერთ-ერთია საკვებად გამოსადეგი და სასარგებლო ზეთების უამრავი სახეობიდან. მაგალითად, 1 წვეთ კუნჟუტის ზეთს შეუძლია სალათს სრულიად სხვა არომატი შესძინოს. უფრო მარტივი რომ გახდეს არჩევანის გაკეთება, გავიცნოთ სხვა მცენარეული ზეთები ახლოს.სიმინდის ზეთი სიმინდის მარცვლბისგან მზადდება. არ აქვს მკვეთრად გამოხატული სუნი და გემო, ამიტომ სალათებში სხვა პროდუქტების გემოს არ ფარავს. ფერი ღია ყვითლიდან ყავისფერამდე მერყეობს. სიმინდის ზეთი ერთ-ერთი ყველაზე უნივერსალური ზეთია, რომელსაც წარმატებით შეუძლია მზესუმზირის ზეთის ჩანაცვლება. მას ორგანიზმი ადვილად ითვისებს, არ ქაფდება, არ იწვის და ცომს ელასტიურობას მატებს, ამიტომ ცომეულშიც იყენებენ.  ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ გაცხელებისას, მზესუმზირის ზეთისგან განსხვავებით კანცეროგენულ ნივთიერებებს არ გამოყოფს, ამიტომ ხშირად იყენებენ ფრიტიურისთვის და შესაწვავად. სიმინდის ზეთში დიდი რაოდენობითაა E ვიტამინი, აგრეთვე B1 და B2, ლეციტინი, სხვადასხვა ცხიმმჟავა. განსაკუთრებით სასარგებლოა არარაფინირებული ზეთი.კუნჟუტის ზეთს ნიგვზის არომატი და კუნჟუტის გამოხატული გემო აქვს. შეიძლება იყოს ღია  და მუქი ფერის, რადგან მას იღებენ როგორც თეთრი, ისე შავი კუნჟუტისგან. თეთრი კუნჟუტის ზეთი უფრო ხარისხიანად ითვლება, გარდა ამისა,  ნაკლებად  მძაფრი გემო აქვს კულინარიაში უფრო ხშირად გამოიყენება.  ძალიან უხდება ზღვის პროდუქტების სალათას. შავი კუნჟუტის ზეთი აზიურ სამზარეულოში გამოიყენება, ხშირად სოიოს სოუსისა და თაფლის კომბინაციასთან ერთად. სხვა ზეთებისგან განსხვავებით, არარაფინირებული კუნჟუტის ზეთი შესაწვავად არ გამოიყენება. ცხელ კერძებში იგი უშუალოდ მირთმევის წინ ემატება. იგი შეიცავს  E და K ვიტამინს, მაგნიუმს, ფოსფორს, თუთიას.სოიოს ზეთი სოიოს მარცვლებისგან მზადდება. მას სიმინდის ზეთის მსგავსად, გამოხატული გემო არ აქვს, თუმცა არომატით გამოირჩევა. ის დიდი რაოდენობით სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს. მისი რეგულარული გამოყენება ინფარქტის რისკს ამცირებს, ზოგადად , კარგია გულის დაავადებების პროფილაქტიკისთვის.უნდა აღინიშნოს, რომ ეს ზეთი ალერგიულია და არ უნდა მიიღონ მათ, ვისაც აქვს უკუჩვენება სოიოს ცილაზე. ასევე, სასურველი არ არის ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.ძალიან სასარგებლოა სელის ზეთი, რომელიც სელის მარცვლებიდან მიიღება. მას მომწარო გემო აქვს და თევზის ქონის არომატი დაჰკრავს, ამიტომ უმჯობესია, თევზიან ან ზღვის პროდუქტების სალათებში გამოვიყენოთ. სელის ზეთი დიდი რაოდენობით სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს: А, В, Е, F ვიტამინებს, სხვადასხვა ცხიმმჟავებს, თუთიას, კალიუმს, მაგნიუმს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ზეთი მხოლოდ ცივად გამოვიყენოთ, მისი გაცხელება სასურველი არ არის.  მდოგვის ზეთი აზიურ სამზარეულოშია გავრცელებული და ძირითადად ბოსტნეულის სალათებისთვის, ან თევზისა და ხორცის შესაწვავად იყენებენ. მას სასიამოვნო, გამოხატული სურნელი აქვს და კერძებს საინტერესო ნოტებს სძენს. დადებითად მოქმედებს ორგანიზმის რეპროდუქციულ უნარზე, სასუნთქ სისტემაზე, უხდება გულს.ზეთის შეძენისას, აუცილებელია ყურადღებით წავიკითხოთ ეტიკეტი და ვარგისიანობის ვადა. საუკეთესოა მექანიკურად, ცივი დაწურვით მიღებული, არარაფინირებული ზეთები. ზეთი არ უნდა იყოს მღვიე.სასურველია ზეთები ცივად, თერმული დამუშავების გარეშე მივიღოთ, ასე ყველა სასარგებლო ნივთიერებას მივაწვდით ჩვენს ორგანიზმს.
იხილეთ მსგავსი სიახლეები :