Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

2017 წელს, შესაძლოა, საქართველომ რაგბიში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლოს - sportsmen.ge

2017 წელს, შესაძლოა, საქართველომ რაგბიში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლოს - sportsmen.ge

2014-06-18 14:24:00

2017 წელს საქართველომ, შესაძლოა, რაგბიში ოცწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლოს. საქართველოს რაგბის კავშირს განაცხადის გაკეთებაზე თანხმობა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ  შეხვედრაზე მისცა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, რაგბის კავშირი შესაბამის განაცხადს 27 ივნისს წარადგენს.  საქართველოს რაგბის კავშირის წარმომადგენლებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მინისტრთა კაბინეტის წევრებს 2015 წლის მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელი გეგმაც წარუდგინეს. 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელსაც დიდი ბრიტანეთი უმასპინძლებს, საქართველო უძლიერესი გუნდით წარსდგება, ასევე იგეგმება სხვადასხვა ღონისძიებები ქართული კულტურისა და ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით.
იხილეთ მსგავსი სიახლეები :