Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

რჩევები პრობლემური კანისთვის

რჩევები პრობლემური კანისთვის

2013-06-29 11:51:00

შინაურ პირობებში გამოცდილი რამდენიმე ხალხური რეცეპტი, პრობლემური კანის მოვლასა და სილამაზის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.კალენდულას ნაყენი:2 სუფრის კოვზ კალენდულასა და ამდენივე გვირილის ყვავილებს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი. გააჩერეთ 2 საათი. გაფილტრეთ. დაამატეთ 50 გრამი ქაფურის სპირტი. მიღებული ნაზავით სახე დღეში 2-3-ჯერ გაიწმინდეთ, ოღონდ არ გაიმშრალოთ.კვირაში 1-2-ჯერ აუცილებლად გაიკეთეთ მკვებავი ნიღაბი. ამ პროცედურის დროს სისხლი კანის ზედაპირს აწვება, ფორები იხსნება და უმჯობესდება შემწოვი მოქმედება, რის შედეგადაც ნიღბის შემადგენლობაში არსებული მკვებავი და მატონიზებელი ნივთიერებები ადვილად და ღრმად აღწევს კანში. ნიღბების სისტემატური გამოყენების შედეგად სახე დიდხანს ინარჩუნებს ახალგაზრდულ იერს, ნაკლებად წარმოიქმნება ნაოჭები და დეფექტები.ყურადღება მიაქციეთ ზოგიერთი მცენარის თვისებებს:გარგარი – აცხრობს კანის ანთებით პროცესს.ბადრიჯანი და ყაბაყი – კარგად ატენიანებენ კანს.წითელი და შავი მოცვი – ავიწროებს ფორებს.ლიმონი – აფართოებს ფორებს და ათეთრებს კანს.ყურძენი – ატენიანებს და არბილებს კანს.მარწყვი, ჟოლო – აჯანსაღებს კანს.გაითვალისწინეთ ასევე, რომ ნორმალური კანის მოსავლელად ნებისმიერი ხილისა და ბოსტნეულის წვენის გამოყენება შეიძლება. სასარგებლოა, როგორც მათი დალევა, ისე ლოსიონებისა და ნიღბების სახით გამოყენება.აქვე მარტივი ნიღბების რეცეპტებსაც შემოგთავაზებთ:ბანანის ნიღაბი: ერთი ბანანი კარგად გახეხეთ, შეურიეთ ერთი ჩაის კოვზი რძე და სახეზე წაისვით. 20 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. რეკომენდებულია როგორც "სასწრაფო დახმარება" მოულოდნელი ვიზიტის წინ.კიტრის ნიღაბი: ერთი კიტრი წვრილად გახეხეთ, დაამატეთ რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი, მიღებული მასა თხელ ფენად წაისვით სახესა და ყელზე. 20 წუთის შემდეგ ნიღაბი პირსახოცით მოიშორეთ. სახე და ყელი წყლით არ ჩამოიბანოთ.
იხილეთ მსგავსი სიახლეები :