Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

არომატული და მარტივად მოსამზადებელი ნესვის ნაყინი

არომატული და მარტივად მოსამზადებელი ნესვის ნაყინი

2013-08-01 17:28:00

ინგრედიენტები:ნესვის რბილობი, მწიფე1.5 ჭიქაშაქარი3/4 -1 ჭკვერცხი2შაქრის პუდრა2 ს.კნაღები1.5 - 2 ჭტაბულანესვის რბილობი ბლენდერით დავაქუცმაცოთ. კვერცხის ცილა და შაქარი გავთქვიფოთ კარგად, ნელ-ნელა დავუმატოთ გულები. ცალკე გავთქვიფოთ ნაღები შაქრის პუდრთან ერთად, შემდეგ შევურიოთ გათქვეფილი კვერცხი და ბლენდერით დაქუცმაცებული ნესვი, გადავანაწილოთ ფორმებში და შევდგათ საყინულეში 1 საათით, შემდეგ გამოვიღოთ და გავთქვიფოთ. ასე გავიმეოროთ სამჯერ და საბოლოოდ ნაყინის მასა 5-6 საათით დავტოვოთ საყინულეში. შაქრის რაოდენობა შეგვიძლია შევცვალოთ ჩვენი გემოვნების მიხედვით რჩევა ნაღების ფხვნილის შემთხვევაში დაგჭირდებათ 0,5 ჭიქა ნაღების ფხვნილი და 1 ჭიქა რძე. ნაღების ფხვნილით მომზადებული ნაყინის მასას შევათქვიფოთ 1 სადილის კოვზი დარბილებული კარაქი.
იხილეთ მსგავსი სიახლეები :