Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

19 წლამდე ბორჯღალოსნების წარმატებული სტარტი ევროპის ჩემპიონატზე - sportsmen.ge

19 წლამდე ბორჯღალოსნების წარმატებული სტარტი ევროპის ჩემპიონატზე - sportsmen.ge

2014-10-27 11:28:00

ლისაბონში 19 წლამდე მორაგბეთა შორის ევროპის ჩემპიონატი დაიწყო. მოქმედი ჩემპიონები, საქართველოს 19 წლამდელი მორაგბეები, პირველ შეხვედრაში ჰოლანდიელ თანატოლებს დაუპირისპირდნენ და დამაჯერებლად 55:3 დაამარცხეს. ნახევარფინალში ბორჯღალოსნები დაუპირისპირდებიან რუსეთის ნაკრებს,  რომელმაც მეოთხედფინალურ შეხვედრაში პოლონეთი დაამარცხა. საქართველო-რუსეთის მატჩი 29 ოქტომბერს გაიმართება. ტურნირის გამარჯვებული იასპარეზებს მომავალ წელს ლისაბონში, მსოფლიოს ახალგაზრდულ ალაფაზე, რომელიც 2016 წლის მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევი ტურია.
იხილეთ მსგავსი სიახლეები :