Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

"ბომონდის" რეტროსაღამო ფუნიკულიორზე  ( ფოტო + video)

"ბომონდის" რეტროსაღამო ფუნიკულიორზე ( ფოტო + video)

2014-06-25 16:23:00

ჟურნალ "ბომონდის" რედაქციამ ერთგული მკითხველები და რესპონდენტები ფუნიკულიორზე მიიწვია, სადაც თემატური საღამო გაიმართა. იხილეთ ფოტოგალერეა გათვალისწინებული იყო დრესკოდი და ყველა სტუმარი რეტროტანისამოსით და აქსესუარებით გამოცხადდა. იხილეთ ვიდეოსტუმართა შორის შოუბიზნესის წარმომადგენლები, ტელეწამყვანები, მსახიობები, მომღერლები და მსახიობები იმყოფებოდნენ.საღამოს ორი სპონსორი ჰყავდა - კომპანია NG GEORGIA, რომელიც წარმოადგენს ელიტურ მონობრენდულ ბუტიკ Versace-ს და მუნტიბრენდულ ბუტიკ NGG-ს თბილისსა და ბათუმში, სადაც წარმოდგენილია მსოფლიო დიზაინერების შედევრები.საღამოს მეორე სპონსორი კი გახლდათ ბურბონი Jim Beam-ი, ნომერ პირველი ბურბონი მსოფლიოში. სწორედ ამ სასმლით დამზადებული კოქტეილებით გაუმასპინძლდნენ "ბომონდის" სტუმრებს ფუნიკულიორის ლაუნჯ-ბარში."ბომონდის" მთავარი რედაქტორი თეა აგლაძე: "ჩვენ შეგნებულად გადავწყვიტეთ, ფუნიკულიორზე მოგვეწყო ჟურნალის თემატური საღამო, რათა ჩვენი ერთგული მკითხველებისა და რესპონდენტებისთვის შეგვექმნა განწყობა იმისა, რომ დგება ცხელი ზაფხული და სამუშაო განწყობიდან გადავდივართ დასვენებაზე. გავითვალისწინეთ ჟურნალის ფორმატი, სახელწოდება და შევქმენით ბომონდური სიტუაცია რეტროგანწყობით".გარდა ამისა, საღამოზე წარმოდგენილი იყო ივლისის თვის ნომრის ჟურნალის ყდის ბანერიც. ივლისის თვეში ჟურნალ "ბომონდის" ყდას საქართველოში ერთ-ერთი ტელეკომპანიის (GDS) ტელეპროექტ "ერთი ერთშის" ჟიურის წევრის, სისის ფოტოგრაფია დაამშვენებს.მოწვეულ სტუმრებს ალა-ფურშეტით გაუმასპინძლდნენ. სტუმრებისთვის სიმებიანი კვარტეტი ცნობილ მუსიკალურ ნაწარმოებებს, თამთა ცქვიტავა ბენდთან ერთად კი სიმღერებს ასრულებდა. ღონისძიება ჟურნალ "ბომონდის" მთავარ რედაქტორს, თეა აგლაძეს და ჟურნალისტ ბექა ელბაქიძეს მიჰყავდათ. სტუმრებისთვის ვიქტორინაც გაიმართა. გამარჯვებულებმა საინტერესო პრიზები მიიღეს საჩუქრად. იხილეთ ფოტოგალერეა
იხილეთ მსგავსი სიახლეები :