Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

ლუიშ ფელიპე სკოლარი: ნეიმარი რომ მეტოქედ მყავდეს, ღამე რა დამაძინებს?!

ლუიშ ფელიპე სკოლარი: ნეიმარი რომ მეტოქედ მყავდეს, ღამე რა დამაძინებს?!

2014-06-12 12:38:00

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუიშ ფელიპე სკოლარიმ მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.12 ივნისს სან-პაულოს სტადიონზე  ბრაზილიის ეროვნული გუნდი ხორვატიას დაუპირისპირდება.მუნდიალის მასპინძელთა თავკაცმა თავისი გუნდის თავდამსხმელის ნეიმარის მისამართით ქება არ დაიშურა. სკოლარი დარწმუნებულია, რომ "ბარსელონას" ფეხბურთელს დიდი შანსი აქვს, მსოფლიოს ჩემპიოანტის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს."ნეიმარის წინააღმდეგ რომ მეთამაშა, ალბათ მხოლოდ იმის ფიქრში ვიქნებოდი, შეცდომა როგორ არ დამეშვა. არასდროს იცი, მისი იმპროვიზაცია თამაშზე როგორ აისახება.ნეიმარის როლი მოედანზე ყოველთვის განმსაზღვრელი იქნება, თუმცა საბოლოოდ ვარსკლავი ის გახდება, ვინც მუნდიალს მოიგებს. ასეა თუ ისე, თუკი ნეიმარი ჩემი მოწინააღმდეგე იქნებოდა, ღამით მშვიდად ნამდვილად ვერ დავიძინებდი", - თქვა სკოლარიმ.ასევე იხილეთ:ბრაზილია VS ხორვატია - იწყება თავდავიწყება!
იხილეთ მსგავსი სიახლეები :