Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

მუნდიალი 2014: მუნდიალის მონაწილე მწვრთნელების ხელფასები

მუნდიალი 2014: მუნდიალის მონაწილე მწვრთნელების ხელფასები

2014-06-12 10:30:00

ბრიტანულმა "დეილი მეილმა" მუნდიალის მონაწილე 32-ვე ქვეყნის ეროვნულ ნაკრებთა თავკაცების ხელფასები შემოგვთავაზა. ინგისელთათვის დიდი სიურპრიზია, რომ ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი არ არის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპეციალისტი მუნდიალზე. ჩემპიონი რუსთა თავკაცი ფაბიო კაპელოა...როი ჰოჯსონი სიაში მეორეა, წინ მხოლოდ ფაბიო კაპელოა. სულ 7 მწვრთნელი იღებს წელიწადში 2 მილიონ ფუნტზე მეტს. ხორვატთა დამრიგებლის, ნიკო კოვაჩის ხელფასი ყველაზე ახლოსაა ამ ქვეყნის ფანების საშუალო შემოსავალთან და მიუხედავად ამისა, ნიკო 19-ჯერ უფრო მეტს იღებს, ვიდრე რიგითი ხორვატი. ინგლისური სტანდარტები ყოველთვის ითვალისწინებს მაღალ ანაზღაურებას ქვეყნის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელისთვის და მაინც "ჩემპიონობისთვის" წელიწადში 3,5 მილიონი ფუნტი სტერლინგი (4,3 მილიონი ევრო) საკმარისი არ აღმოჩნდა. სხვათა შორის, ჰოჯსონმა სწორედ ფაბიო კაპელო შეცვალა, რომელიც ახლა რუსეთის ნაკრების მწვრთნელია და წელიწადში 6,7 მილიონ ფუნტს (8,2 მლნ. ევრო) იღებს! ეს უკვე სუპერვარსკვლავი ფეხბურთელის ხელფასია! მესამე ადგილზე იტალიელთა დამრიგებელი ჩეზარე პრანდელია, რომელიც ლუიშ ფელიპე სკოლარის (ბრაზილია) უსწრებს. ხუთეულში შედის შვეიცარიელთა გერმანელი მწვრთნელი ოტმარ ჰიტცფელდი, რომელიც გერმანიის ნაკრების თავკაც იოახიმ ლიოვზე მეტს იღებს! ლიოვი მეექვსეა, ხოლო მსოფლიოს ჩემპიონ ესპანეთის პირველი კაცი ვისენტე დელ ბოსკე - მეშვიდე. და აქ სრულდება მუნდიალის მონაწილე ნაკრებთა იმ მწვრთნელღა სია, რომლებიც წელიწადში 2 მილიონ ფუნტზე მეტს იღებენ. მუნდიალზე ყველაზე მეტი გერმანელი მწვრთნელია - უკვე ვთქვით ლიოვსა და ჰიტცფელდზე. ამასთან ფოლკერ ფინკე კამერუნს წვრთნის ხოლო ამერიკელთა დამრიგებელი იურგენ კლინსმანია. თუკი მუნდიალზე 4 გერმანელი სპეციალისტი იმუშავებს, 3-3 წარმომადგენელი ჰყავთ იტალიელებს (კაპელო, პრანდელი და ალბერტო ძაკერონი), არგენტინელებს (ალეხანდრო საბელია, ხოსე პეკერმანი, ხორხე სამპაოლი), პორტუგალიელებს (კარლუშ კეირუში, ფერნანდო სანტუში, პაულო ბენტუ) და კოლუმბიელებს (ხორხე ლუის პინტო, ლუის ფერნანდო სუარესი, რეინალდო რუედა). როგორც ხედავთ, მუნდიალზე სამი კოლუმბიელი იმუშავებს და ერთიც არ წვრთნის კოლუმბიის ნაკრებს. საერთოდ, 32 მონაწილე გუნდიდან 18-ს ჰყავს ადგილობრივი თავკაცი, 14-ს კი - უცხოელი. ყველაზე დაბალანაზღაურებადი მწვრთნელი მექსიკის ნაკრებს ჰყავს, რომლის თავკაცი მიგელ ერერა წელიწადში მხოლოდ 154 ათას ევროს იღებს! ეს მართლაც ცოტაა ყველანაირი სტანდარტით. ჩვენს სამეზობლო აზერბაიჯანში მოწინავე გუნდის მწვრთნელებს ამაზე უკეთესი ანაზღაურება აქვთ. ზემოთ ნიკო კოვაჩი ვახსენეთ, რომელიც 19-ჯერ უკეთეს ხელფასს იღებს, ვიდრე საშუალო ხორვატი და ეს 32 მონაწილეს შორის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. საკუთარ ხალხს ყველაზე დაცილებული - კოტდივუარის ფრანგი (ტუნისული წარმოშობის) თავკაცი საბრი ლამუშია. ის 795-ჯერ მეტს იღებს, ვიდრე საშუალო სტატისტიკური ივუარელი. წელიწადში ამ აფრიკული ქვეყნის ერთი მოქალაქე საშუალოდ 778 ფუნტს (!) გამოიმუშავებს. ამ მხრივ კაპელო მეორეა - იტალიელი საშუალო სტატისტიკურ რუსზე 763-ჯერ მეტს იღებს. 32-ვე მწვრთნელის წლიური შემოსავალი 40 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენს (1,2 მილიონი საშუალოდ). მუნდიალის მონაწილე ნაკრებთა მწვრთნელების ხელფასები1: ფაბიო კაპელო (რუსეთი) 8.287.132 ევრო2: როი ჰოჯსონი (ინგლისი) 4.333.1413: ჩეზარე პრანდელი (იტალია) 3.187.9544: ლუიშ ფელიპე სკოლარი (ბრაზილია) 2.931.0605: ოტმარ ჰიტცფელდი (შვეიცარია) 2.762.3776: იოახიმ ლიოვი (გერმანია) 2.657.1447: ვისენტე დელ ბოსკე (ესპანეთი) 2.437.7468: ლუი ვან გაალი (ჰოლანდია) 2.019.5539: ალბერტო ძაკერონი (იაპონია) 2.011.81510: იურგენ კლინსმანი (აშშ) 1.933.81911: დიდიე დეშამი (საფრანგეთი) 1.593.35811: პაულო ბენტუ (პორტუგალია) 1.593.35813: კარლუშ კეირუში (ირანი) 1.547.55014: ხორხე სამპაოლი (ჩილე) 1.309.22815: ხოსე პეკერმანი (კოლუმბია) 1.238.00016: ეინჯ პოსტეკოღლუ (ავსტრალია) 1.029.12117: ოსკარ ტაბარესი (ურუგვაი) 928.53018: საბრი ლამუში (კოტ დივუარი) 765.26419: ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი (ალჟირი) 742.820 20: მარკ ვილმოტსი (ბელგია) 637.59120: Fფერნანდო სანტუში (საბერძნეთი) 637.59122: ალეხანდრო საბელია (არგენტინა) 603.54523: ჰონ იუნ ბო (კორეა) 586.52224: ლუის სუარესი (ჰონდურასი) 464.26525: რეინალდო რუედა (ეკვადორი) 417.83326: ხორხე პინტო (კოსტა რიკა) 324.98627: ფოლკერ ფინკე (კამერუნი) 290.93928: სტეფან კეში (ნიგერია) 289.39229: საფეტ სუშიჩი (ბოსნია) 259.98830: ნიკო კოვაჩი (ხორვატია) 200.40831: ჯეიმს აპია (განა) 185.70632: მიგელ ერერა (მექსიკა) 154.755ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
იხილეთ მსგავსი სიახლეები :