Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

ლუკა მოდრიჩი: ბრაზილიას რომ ვაჯობოთ, ერთ მთლიანობად უნდა ვიქცეთ

ლუკა მოდრიჩი: ბრაზილიას რომ ვაჯობოთ, ერთ მთლიანობად უნდა ვიქცეთ

2014-06-12 12:18:00

ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა 12 ივნისს გასამართი მუნდიალის პირველი მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. ხორვატიის ნაკრები მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის გახსნით მატჩში მასპინძელ ბრაზილიას დაუპირისპირდება.მადრიდის "რეალის" ფეხბურთელის თქმით, გუნდი ერთ მუშტად უნდა შეიკრას, რათა წარმატების იმედი ჰქონდეს. ამასთან, ხორვატებმა მეტოქეს ბურთის თავისუფლად ფლობის საშუალება არ უნდა მისცენ."კარგა ხანია, ხორვატიას ასეთ დიდ მატჩებში აღარ უთამაშია. ყველამ კარგად ვიცით, რაოდენ მნიშვნელოვანია ბრაზილიის ნაკრებისთვის საკუთარ კედლებში თამაში. მათ ფენომენალური გუნდი ჰყავთ. იმისთვის, რომ წარმატების იმედი გვქონდეს, ერთ მთლიანობად უნდა ვიქცეთ. ტიტანური ბრძოლა იქნება, მაგრამ განწირულები ვიქნებით, თუკი მეტოქეს ბურთის თავისუფლად ფლობის ნებას მივცემთ".ასევე იხილეთ:ბრაზილია VS ხორვატია - იწყება თავდავიწყება!
იხილეთ მსგავსი სიახლეები :