Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

მარტივად მოსამზადებელი სარეცხი საშუალება

მარტივად მოსამზადებელი სარეცხი საშუალება

2014-04-28 20:53:00

ეს ძალიან მარტივად მოსამზადებელი სარეცხი საშუალება რეცხავს ჭურჭელს, ასუფთავებს ნიჟარებსა და აბაზანას.   ის უნიკალურია იმით, რომ შეიცავს მხოლოდ 3 კომპონენტს, რომელიც აბსოლუტურად უსაფრთხოა და ანტიალერგიული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ეკოლოგიურად სუფთაც არის.   მომზადების წესი კი ძალიან მარტივია: მსხვილ სახეხზე გახეხეთ 100 გრ სარეცხის ან ბავშვის საპონი, დაუმატეთ 100 გრ თბილი ან უმჯობესია ცხელი წყალი. შემდეგ სპეციალური ასათქვეფი ზამბარით ათქვიფეთ იქამდე, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. ახლა დაუმატეთ 75 გრ საჭმლის სოდა. შედეგად მიიღებთ პასტას. შეგიძლიათ მიღებულ მასას, სურვილისამებრ, დაუმატოთ რომელიმე ეთერზეთიც.   პასტა შესანიშნავად აშორებს ცხიმს ჭურჭელს, ხოლო აბაზანას - აკრიალებს. სცადეთ, მარტივია!
იხილეთ მსგავსი სიახლეები :