Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

ევროკავშირმა Google-ს ძიების შედეგების მოთხოვნით პირადი ინფორმაციის ამოღება მოსთხოვა

ევროკავშირმა Google-ს ძიების შედეგების მოთხოვნით პირადი ინფორმაციის ამოღება მოსთხოვა

2014-05-13 18:29:00

თუ კი ოდესმე ,,დაგიგულავთ’’ ალბათ შეამჩნევდით თუ რაოდენ დიდი ინფორმაციის მოპოვებააშესაძლებელი ღილაკის ერთი დაჭერით. მაგრამ ისტორიული გადაწყვეტილებით, რომელიც ევროსასამართლომ მიიღო ადამიანებს უფლებას აძლევს Google-ს მიმართოს ამოიღოს ძიების შედეგები, რომელიც კერძო და სენსიტიურ ინფორმაციას შეიცავს. საძიებო სისტემა უკვე იურიდიულადაა ვალდებული დაიცვას ეს კანონი, თუ არ არსებობს კონკრეტული მიზეზი მისი არ შესრულებისა, მაგალითისათვის საზოგადოების ფართო ინტერესი. სასამართლომ განხილვა მას შემდეგ დაიწყო, რაც ესპანელმა მარიო კოსტეხამ ესპანეთის მონაცემთა დაცვის სააგენტოს მოთხოვნით მიმართა. მამაკაცს სურდა აუქციონის შეტყობინება მის მიერ კვლავ დაუფლებული სახლის შესახებ საძიებო სისტემაში გამქრალიყო, რადგან ეს მის კონფიდენციალურობას არღვევდა.როდესაც ის საკუთარ სახელს Google-ში წერდა, საძიებო სისტემა ძველ მონაცემებს აქვეყნებდა, სადაც ჩანდა თითქოს მისი სახლი დავალიანების გამო აუქციოზე იყო გატანილი. კოსტეხას დავალიანების საკითხი უკვე დიდი ხნის მოგვარებული ქონდა. ესპანეთის სააპელაციო სასამართლომ საქმე ევროკავშირის სასამართლოს გადასცა განსახილველად, სადაც მსგავსი სახის კიდევ 200 საჩივარი არსებობდა. სასამართლომ ევროპული კანონების თანახმად დაადგინა, რომ კერძო პირებს უფლება აქვთ აკონტროლონ საკუთარი მონაცემები, თუ ისინი საჯარო პირებს არ წარმოადგენენ. ადამიანებმა ,, მსგავსი მოთხოვნით საძიებო სისტემის ოპერატორს უნდა მიმართონ, მათ კი ეს მოთხოვნა საფუძვლიანად უნდა განიხილონ,’’-ამბობს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.Google-მა განაცხადა, რომ ,,ეს სამწუხარო გადაწყვეტილებაა საძიებო სისტემებისათვის და ონლაინ გამოცემებისათვის ზოგადად’’. მოამზადა ზვიად ბაკურაძემ
იხილეთ მსგავსი სიახლეები :