Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

11 რჩევა- როგორ მოვახდინოთ გავლენა ადამიანებზე

11 რჩევა- როგორ მოვახდინოთ გავლენა ადამიანებზე

2014-05-30 16:45:00

დააინტერესეთ. ნებისმიერი ადამიანი ნებისმიერ საქმეში სარგებელს ეძებს. ამიტომ, დაწვრილებით აუხსენით, თუ რა სარგებელი შეიძლება ნახოს. გავლენის მოსახდენად ურთიერთობაა საჭირო. რაც უფრო მეტად იქნებით კომუნიკაბელური, მით მეტი ადამიანი გახდება თქვენი მოსაზრების თანაზიარი.იმისათვის, რომ სხვები აიყოლიოთ, თავადაც უნდა ასხივებდეთ ენთუზიაზმს. დააგიპნოზეთ გარშემო მყოფები. რა თქმა უნდა, არა პირდაპირი გაგებით. ეს მომხიბვლელობის ხარჯზე გააკეთეთ. გახსოვდეთ. ადამიანებს იმათი უფრო სჯერათ, ვინც უყვართ და პატივს სცემენ. მატერიალური დაინტერესება. ფულით ადამიანს გააკეთებინებთ იმას, რაც გსურთ. ამ მეთოდს ერთი მინუსი ის აქვს, რომ შეიძლება ძვირი დაგიჯდეთ.ერთი მოთხოვნიდან მეორეზე ნუ გადახტებით. თორემ, არავინ დაგიჯერებთ. იყავით თქვენი მოსაზრების, მიზნის ერთგული. ნუ იქნებით ზედაპირული. ნებისმიერ საკითხზე უნდა გაგაჩნდეთ არგუმენტები და უნდა შეგეძლოთ ფაქტების მოყვანა. გაგონება და მოსმენა სხვადასხვა მოვლენაა. გაიგონეთ, რასაც გეუბნებიან და მოისმინეთ, რასაც თქვენზე ამბობენ. თუ თავად არ ხართ დარწმუნებული იმაში, რასაც აკეთებთ, სხვის დარწმუნებასაც ვერ შეძლებთ.დააფასეთ გარშემო მყოფთა აზრი, მათ შეიძლება სასარგებლო რჩევა მოგცენ. დაარწმუნეთ ადამიანები, რომ ჭკვიანი, ერთგული და კარგი შემსრულებელი ხართ. ამის შემდეგ ისინი თქვენს სიტყვას უფრო დააფასებენ. იყავით მომთმენი. პირველი ცდაზე შეიძლება ვერავინ ვერაფერში ვერ დაარწმუნოთ, მაგრამ მოთმინება და სწორი ტაქტიკა შეუძლებელს შეგაძლებინებთ. აღიარეთ შეცდომები. ამით დაამტკიცებთ, რომ სამართლიანი ადამიანი ხართ. იყავით პოზიტიური. ადამიანები პოზიტიური და ხალისიან ლიდერს უფრო ენდობიან, ვიდრე პესიმისტსა და მოღუშულსახიანს. მოაწონეთ თავი იმ ადამიანს, ვის აზრსაც ყველა პატივს სცემს. თუ თქვენ სანდო ადამიანი შეგაქებთ, გარშემო მყოფებში პატივისცემას დაიმსახურებთ. იმისათვის, რომ ადამიანს რაღაც გააკეთებინოთ, ბრძანება და მკაცრი ტონი არაა საჭირო, მეგობრულად, გულითადად სთხოვეთ დახმარება და ის იმაზე მეტს გაგიკეთებთ, ვიდრე ელოდით. მთავარია, ადამიანებზე ზემოქმედება ცუდი საქმეებისთვის არ გამოიყენოთ.
იხილეთ მსგავსი სიახლეები :