Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

"ოლ ბლექსთან" თამაში 1 მილიონი დოლარი ღირს

"ოლ ბლექსთან" თამაში 1 მილიონი დოლარი ღირს

2014-05-15 12:04:00

2015 წელს ინგლისში გასამართ მსოფლიოს თასის გათამაშებაში, საქართველოს ნაკრების მეტოქე ახალი ზელანდიის ეროვნული გუნდი, ნოემბრის ტესტებზე პირველ მატჩს 1-ელ ნოემბერს ჩიკაგოში, "სოლდიერ ფილდზე", ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებთან გამართავს.ამ მატჩის ჩატარების თაობაზე ხმები ნახევარ წელიწადზე მეტია დადის. თუმცა ოფიციალურად შეთანხმების მიღწევის შესახებ ახალი ზელანდიის რაგბის კავშირმა ახლახან განაცხადა. "ოლ ბლექსი" "არწივებს" ამერიკული ფეხბურთის გუნდის, "ჩიკაგო ბიარზის" სტადიონზე დაუპირისპირდება, რომელიც 61 000 მაყურებელს იტევს.ამერიკის შეერთებული შტატების რაგბის ფედერაციამ ახალი ზელანდიის ნაკრების სტუმრობაში ერთი მილიონი დოლარი გადაიხადა."მოხარულნი ვართ, რომ "ოლ ბლექსის" სტუმრობა მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში დიდი მოვლენაა. ჩიკაგოს "სოლდიერ ფილდი" შესანიშნავი სტადიონია საიმისოდ, რათა ორივე გუნდმა თავისი შესაძლებლობები წარმოაჩინოს. ახლახან გახლდით ამ სპორტულ არენაზე და აღფრთოვანებული დავრჩი მისი სიდიადით. მიხარია, რომ რაგბის პირველად "სოლდიერ ფილდზე" ჩვენ ვითამაშებთ", - თქვა ახალი ზელანდიის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა სტივ ტიუმ.ახალი ზელანდიისა და აშშ-ის ნაკრებები ბოლოს 23 წლის წინათ, 1991 წელს გამართულ მსოფლიოს თასზე შეხვდნენ ერთმანეთს. "ოლ ბლექსის" ლეგენდას, რიჩი მაქოას მიაჩნია, რომ მის ნაკრებს ამერიკული რაგბის განვითარებაში დიდი წვლილის შეტანა შეუძლია."აშშ-ში ამერიკული ფეხბურთი და კალათბურთი ძალიან პოპულარული სპორტის სახეობებია. რაგბისა და "ოლ ბლექსის" შესახებ იქ ცოტამ თუ იცის. ამდენად, შანსი გვეძლევა ვუჩვენოთ, რომ რაგბი - ეს ყველაფერია", - თქვა მან.ახალი ზელანდიის ნაკრებმა მსგავსი ტიპის შეხვედრა შარშან იაპონიაში გამართა. მატჩს 25 ათასი მაყურებელი დაესწრო. ახალზელანდიელი მაორებისა და აშშ-ის ნაკრების დაპირისპირებისას კი ფილადელფიაში ანშლაგი იყო.ამასობაში "ოლ ბლექსის" თავკაცმა სტივ ჰანსენმა იმ 35 მორაგბის სია გააცხადა, რომლებიც ივნისის ტესტებზე ინგლისის ნაკრებს სამმატჩიან სერიაში დაუპირისპირდებიან. გუნდში ხუთი ახალწვეულია. ესენი არიან: ნათან ჰარისი (ჩიფსი), ლიამ კოლტმენი, მალაკაი ფეკიტოა (ორივე - ჰაილენდეზი), პატრიკ ტუიპულოტუ (ბლუზი) და თი ჯეი პერანარა (ჰარიკენზი). ივნისში, როგორც აქამდეც ცნობილი იყო, "ოლ ბლექსს" ვერ დაეხმარება მგეზავი დენ კარტერი, რომელიც ამჟამად შვებულებაშია.ახალი ზელანდიაპირველი ხაზი: კევინ მეალამუ, ჩარლი ფაუმუნია, ტონი ვუდკოქი (სამივე - ბლუზი), ნატან ჰარისი (ჩიფსი), დენ კოლი, ბენ ფრენკსი (ორივე - ჰარიკენზი), ლიამ კოლტმენი (ჰაილენდეზი), ვაით კროკეტი, ოუენ ფრენკსი (ორივე - კრუსეიდერზი).მეორე ხაზი: პატრიკ ტუიპულოტუ (ბლუზი), ბროდი რეტალიკი (ჩიფსი), ჯერემი ტრუში (ჰარიკენზი), დომინიკ ბაიდი, სემ ვაითლოქი (ორივე - კრუსეიდერზი).მესამე ხაზი: ჯერომ კაინო, სტივენ ლაუტუა (ორივე - ბლუზი), სემ კინი, ლიამ მესამი (ორივე - ჩიფსი), ვიქტორ ვიტო (ჰარიკენზი), რიჩი მაქოა, კირან რიდი, ლუკ ვაითლოქი (სამივე - კრუსეიდერზი).#9: ტავერ კერლ-ბარლოუ (ჩიფსი), თი ჯეი პერანარა (ჰარიკენზი), აარონ სმითი (ჰაილენდზერზი).#10: აარონ კრადენი (ჩიფსი), ბოდენ ბარეტი (ჰარიკენზი), კოლინ სლედი (კრუსეიდერზი).#12-13: მაა ნონუ (ბლუზი), კონრად სმიტი (ჰარიკენზი), რაიან კროტი (კრუსეიდეზი), მალაკაი ფეკიტოა (ჰაილენდერზი).#11-14: კორი ჯეინი, ჯულიან სავეა (ორივე - ჰარიკენზი), ბენ სმიტი (ჰაილენდერზი).#15: იზრაელ დაგი (კრუსეიდერზი)ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
იხილეთ მსგავსი სიახლეები :