დეტალური ძებნა

საქართველოში გიორგი დგებუაძის, იგივე "მასტერას" ექსტრადიცია განხორციელდა

საქართველოში გიორგი დგებუაძის, იგივე "მასტერას" ექსტრადიცია განხორციელდა

2016-03-22 10:03:00

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უსაფრთხოებისა და განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი გიორგი დგებუაძე, იგივე "მასტერა" საქართველოში ჩამოიყვანეს. ჰოლანდიიდან მისი ექსტრადიცია გამთენიისას განხორციელდა.როგორც ჟურნალისტებს აეროპორტში მთავარი პროკურატურის წარმომადგენელმა განუცხადა, დგებუაძის ექსტრადიცია მათი მოთხოვნის საფუძველზე მოხდა."პროკურატურის მოთხოვნით განხორციელდა ნიდერლანდების სამეფოდან კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის, წითელი ცირკულარით ძებნილი გიორგი დგებუაძის, იგივე "მასტერას" ექსტრადირება საქართველოს ტერიტორიაზე. შეგახსენებთ, რომ გიორგი დგებუაძე ბრალდებულია ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის სისხლის სამართლის საქმეზე. მას ბრალად ედება 2006 წლის 12 იანვარს You must have Flash Player installed in order to see this player. ქალაქ თბილისში, ნავთლუღის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯგუფურად ჩადენილი სამი ახალგაზრდის განზრახ მკვლელობა, ასევე სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტება", - განაცხადა პროკურორმა.მისივე ინფორმაციით, იმის გათვალისწინებით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით გიორგი დგებუაძის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით დაუსწრებლად შეფარდებული აქვს პატიმრობა.ის უკვე პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პროკურატურის წარმომადგენელმა განუცხადა."იმის გათვალისწინებით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით გიორგი დგებუაძის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით დაუსწრებლად შეფარდებული აქვს პატიმრობა, მისი მოთავსება მოხდა შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში", - განაცხადა პროკურორმა.გიორგი დგებუაძე ძებნაში 2013 წლის 7 მარტიდან იმყოფება. ის 2014 წლის ივნისში ჰოლანდიაში დააკავეს.იხილეთ ვიდეო: "მასტერა" თბილისში ჩამოიყვანეს - კუდის ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი დგებუაძე ჰოლანდიიდან ექსტრადირებულია
იხილეთ მსგავსი სიახლეები :