დეტალური ძებნა

პურის გასაიაფებლად ბრძოლა იწყება

პურის გასაიაფებლად ბრძოლა იწყება

2016-03-22 11:28:00

რეგიონის მასშტაბით პური ყველაზე ძვირი სომხეთშია, იქ ერთი კილოგრამის ღირებულება 2-2,2 ლარს შეადგენს, ყველაზე იაფი კი აზერბაიჯანში, სადაც კილოგრამი 0,9 ლარად იყიდება. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ქართულ ბაზარზე კი ერთი კილოგრამი პური 1,7-1,8 ლარი ღირს. მეხორბლეთა ასოციაციაში ამბობენ, რომ ქვეყანაში პურის გაიაფების რესურსი არსებობს და ამის არგუმენტად ფქვილზე შემცირებული ფასი მოჰყავთ. მეპურეები კი მეხორბლეების პოზიციას არ იზიარებენ და აცხადებენ, პურის გაიაფება შეუძლებელია.თბილისში 1 კილოგრამი პური საცალო ქსელში დაახლოებით 1,7 ლარი ღირს, ერევანში - 2-2,2 ლარი, ბაქოში 1 კგ პურის ფასი, საშუალოდ, 0,9 ლარია, კიევში კი 1 კგ პურის ღირებულება 1 ლარს არ აღემატება, რუსეთში 0,96-1 ლარი ღირს, თუმცა მოსკოვში ფასი 55 რუბლს, დაახლოებით, 1,8 ლარს შეადგენს. აქვე უნდა ითქვას, რომ მოსკოვში პურზე მოქმედებს ე. წ. სოციალური ტარიფი, რომელიც ფიქსირებულია და საბაზრო ფასზე ბევრად ნაკლებია.როგორც ამ ციფრებიდან ჩანს, თბილისში პური არც ისე იაფია და ქართული პურის ფასს მხოლოდ აზერბაიჯანული და უკრაინული ჩამოუვარდება. უკრაინაში ფასის სიმცირეს ხორბლის მწარმოებლური ქვეყნის სტატუსი განაპირობებს, აზერბაიჯანში კი დაბალი ფაის ხელისუფლების გადაწყვეტილებითაა განპირობებული.აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში, ზემოთჩამოთვლილი ქვეყნებისგან განსხვავებით, პურზე არ მოქმედებს ე. წ. სოციალური ფასი. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებში, ყველა მთავრობა ცდილობს კონტროლქვეშ მოაქციოს ეს ბაზა, ანუ კრიზისულ მომენტებში გარკვეული ტიპის ღონისძიებები განახორციელოს, რათა პურის კრიზისი თავიდან აიცილოს. მაგალითად, უკრაინაში არსებობს აგრარული ფონდი, რომელიც ხორბალს მაშინ ყიდულობს, როცა ის იაფია, ფიქსირებულ ფასად აფქვევინებს წისქვილკომბინატებს და შემდგომ მას მთელი ქვეყნის მასშტაბით, რამდენიმე ასეულ საცხობში ანაწილებს. რუსეთში ამ საქმიანობით საინვესტიციო ფონდია დაკავებული.თითქმის ასეთივე ტიპის ფონდები მოქმედებს სომხეთსა და აზერბაიჯანში, მაგრამ სომხეთში პური მაინც ძვირი ღირს, რისი მიზეზიც, როგორც ადგილობრივი მედია წერს, ძვირი ენერგოტარიფებია.რაც შეეხება აზერბაიჯანს, You must have Flash Player installed in order to see this player. მიუხედავად მანათის გაუფასურებისა, იქ პური ყველაზე იაფია. გაუფასურების პირველივე დღეებში, სხვა პროდუქტებთან ერთად, ფასმა მოიმატა პურზე, თუმცა მისი გაძვირება მალევე შეჩერდა. აზერბაიჯანის ეკონომიკისა და მრეწველობის სამინისტროს განცხადებით, მან აღკვეთა ფქვილის გაძვირება და ამისათვის ხორბლის სახელმწიფო მარაგი და სხვადასხვა საშუალება გამოიყენა. ხელისუფლების ჩარევის წყალობით, მანათის ერთბაშად 50%-ით გაუფასურების მიუხედავად, პურსა და პურპროდუქტებზე ფასის შენარჩუნება მოხერხდა.გაგრძელება
იხილეთ მსგავსი სიახლეები :