დეტალური ძებნა

ირაკლი შოთაძე - ფარული ჩანაწერების საქმის გამოძიებაში სიახლეებია

ირაკლი შოთაძე - ფარული ჩანაწერების საქმის გამოძიებაში სიახლეებია

2016-03-22 12:35:00

ფარული ჩანაწერების გავრცელების საქმეზე სიახლეებია, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მათზე ჯერჯერობით ვერ ვისაუბრებ, - ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.როგორც შოთაძემ აღნიშნა, საქმეზე საქართველოს პროკურატურა შსს-სთან და სუს-სთან ერთად ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს იმისთვის, რომ დადგინდეს პირები, ვინც ინტერნეტსივრცეში ვიდეოების ატვირთვა მოახდინა."რა თქმა უნდა, სიახლეები არის, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ამ სიახლეებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ჩვენ შესაბამის ეტაპზე საზოგადოებას გამოძიების მსვლელობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მივაწვდით", - განაცხადა შოთაძემ.რაც შეეხება გამოძიების პროცესში სხვა ქვეყნების ჩართულობას, შოთაძე განმარტავს, რომ მათი You must have Flash Player installed in order to see this player. ჩართულობის გარეშე ქართულ მხარეს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება გაუჭირდება."სხვა ქვეყნები ჩართულები არიან, რადგან ამ ვიდეოფაილების ატვირთვა უცხოურ ინტერნეტგვერდებზე განხორციელდა. შესაბამისად, მათი ჩართულობის გარეშე საგამოძიებო მოქმედებებს ვერ ჩავატარებდით. არაერთი სამართლებრივი დახმარების შუამდგომლობაა გაგზავნილი სხვა ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებში და, რა თქმა უნდა, მათი დახმარების დიდი იმედი გვაქვს", - განაცხადა შოთაძემ, თუმცა რომელი ქვეყნის ორგანოების მიმართა პროკურატურამ, არ დაუკონკრეტებია.მთავარმა პროკურორმა აღნიშნა, რომ საგამოძიებო უწყებები ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით ყველაფერს აკეთებენ, რათა ამ "ამაზრზენი დანაშაულის" ჩამდენები კანონის სიმკაცრით დაისაჯონ.
იხილეთ მსგავსი სიახლეები :